#ItalianTaste 2021, იტალიური სამზარეულოს მსოფლიო კვირეული ბრუნდება!
2021 წლის 22-28 ნოემბერს გაიმართება იტალიური სამზარეულოს მსოფლიო კვირეული, ყოველწლიური ღონისძიება, რომლის მიზანი იტალიის მრავალფეროვანი გასტრონომიული მემკვიდრეობის წარმოჩინება და იტალიური სამზარეულოსა და უმაღლესი ხარისხის მქონე სასურსათო პროდუქციის პოპულარიზაციაა. იტალიური სამზარეულო მხოლოდ ეკონომიკა და სავაჭრო ნიშანი “Made in Italy” არ გახლავთ, ის კულტურაცაა – იტალიური კერძები ხომ ჩვენი მდიდარი ისტორიისა და ადგილობრივი ტრადიციების შეწყმის შედეგია. ერთ-ერთი […]
Წაიკითხე მეტიშეტყობინება იტალიური სამზარეულოს მეექვსე მსოფლიო კვირეულთან დაკავშირებით (2021 წლის 22-28 ნოემბერი)
იტალიური სამზარეულოს მეექვსე მსოფლიო კვირეულის შესახებ შეტყობინებასთან დაკავშირებით, რომელიც 2021 წლის 2 ნოემბერს გამოქვეყნდა, გაცნობებთ, რომ თანამშრომლობაზე და დაფინანსებაზე წინადადებების მიღების ვადა გაგრძელებულია 2021 წლის 18 ნოემბრის 18:00სთ-მდე (საქართველოს დროით).
Წაიკითხე მეტიგამოცემა “Excellence: Italian Main Industrial Sectors”
“Excellence – Italian Main Industrial Sectors” – იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს ქვეყნის სისტემის პოპულარიზაციის გენერალური დეპარტამენტის მიერ მომზადებული ინგლისურენოვანი გამოცემაა, რომელიც მოიცავს იტალიური წარმოების უმთავრესი სექტორების (ეკოლოგიური მდგრადობის, სოფლის მეურნეობისა და ინდუსტრიის) მიმოხილვას. გარდა ამისა, გამოცემა მკითხველს სთავაზობს ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვასთან დაკავშირებულ დარგებზე – მოგეხსენებათ, რომ იტალია პირველ ადგილზეა იუნესკოს […]
Წაიკითხე მეტიიტალიური ენის კვირეულის განმავლობაში ჩატარებული სასკოლო აქტივობების დასკვნითი ღონისძიება
გაიმართა იტალიური ენის ოცდამეერთე მსოფლიო კვირეულის განმავლობაში იტალიური ენისა და კულტურის ცენტრის “მინერვას” ორგანიზებით განხორციელებული სასკოლო აქტივობების დასკვნითი ღონისძიება. იტალიის ელჩი ენრიკო ვალვო და საქართველოს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ბერიკა შუკაკიძე ესტუმრნენ ქ. თბილისის 126-ე საჯარო სკოლას, რომელიც აქტიურად არის ჩართული იტალიური ენის სწავლების პროგრამაში – დანტე ალიგიერის ენას ამ სკოლის 625 მოსწავლე […]
Წაიკითხე მეტიშეტყობინება იტალიური სამზარეულოს მეექვსე მსოფლიო კვირეულთან დაკავშირებით (2021 წლის 22-28 ნოემბერი)
იტალიის საელჩო საქართველოში გეგმავს, მოიძიოს საჯარო თუ კერძო კომპანიები, რომლებსაც სურთ ითანამშრომლონ საელჩოსთან იმ ღონისძიებების ორგანიზებაში, რომლებიც იტალიური სამზარეულოს მეექვსე მსოფლიო კვირეულის (2021 წლის 22-28 ნოემბერი) ფარგლებში გაიმართება. კვირეულის მიზანია, ხელი შეუწყოს იტალიური სამზარეულოსა და გამორჩეული იტალიური აგრო-სასურსათო პროდუქციის პოპულარიზაციას. ინტერესის გამოხატვის პროცედურა ძალიან მარტივია: საკმარისია გაეცნოთ შეტყობინებას, გამოხატოთ თქვენი ინტერესი თანამშრომლობაზე ან დაფინანსებაზე და […]
Წაიკითხე მეტისაქართველოში პირველი „ინტერის აკადემია“ დაფუძნდა
კვირას, 24 ოქტომბერს, „იტალიის დერბის“ სახელით ცნობილ, სერია A-ს ტრადიციულ საფეხბურთო დაპირისპირებას, სადაც მოედანზე ერთმანეთს მილანის „ინტერი“ და ტურინის „იუვენტუსი“ ხვდებოდნენ, მთელი მსოფლიოდან 644 მილიონი ტელემაყურებელი და ინტერნეტმომხმარებელი ადევნებდა თვალყურს. მატჩის მიმდინარეობისას საქართველოში პირველი „ინტერის აკადემიის“ დაფუძნებასთან დაკავშირებული ბანერი გამოიფინა. ეს გახლავთ მილანის საფეხბურთო კლუბი „ინტერის“ პროექტი, რომელიც თბილისის “ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტთან“ თანამშრომლობით ხორციელდება და […]
Წაიკითხე მეტითანამედროვე იტალიური ხელოვნება აღმოსავლეთისკენ მიმავალ გზაზე
თანამედროვე იტალიურ ხელოვნებასთან კიდევ ერთი შეხვედრა თბილისში: იტალიის საელჩო საქართველოში და საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ გამოფენას “აბრეშუმის გზა. თანამედროვე ხელოვნება და ხელოვანები იტალიიდან”, რომელიც ღია იქნება მნახველისთვის 28 ოქტომბრიდან 22 ნოემბრამდე იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში (სიონის ქ. 8). გამოფენა იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროსა და გარუცოს ვიზუალური ხელოვნების ინსტიტუტს (IGAV) შორის […]
Წაიკითხე მეტი#SLIM2021, იტალიური ენის ოცდამეერთე მსოფლიო კვირეული
18 ოქტომბერს იწყება იტალიური ენის მსოფლიო კვირეული, რომელიც იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის პატრონაჟით ტარდება. ამ ყოველწლიურ ინიციატივას, რომლის მიზანი უცხოეთში იტალიური ენობრივი და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციაა, დასაბამი 2001 წელს, იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროსა და კრუსკას აკადემიას შორის შეთანხმების საფუძველზე მიეცა, მოგვიანებით კი მას შვეიცარიის კონფედერაციაც შეუერთდა. იტალიური ენის ოცდამეერთე მსოფლიო კვირეული დანტე ალიგიერის […]
Წაიკითხე მეტიკონფერენცია Pre-COP26 თბილისში
საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და იტალიის საელჩოებმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, გამართეს ღონისძიება, რომელიც კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლას მიეძღვნა. ჰიბრიდულ ფორმატში გამართულ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ხელისუფლებისა და აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ასევე, სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა. ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, დიდი ბრიტანეთის […]
Წაიკითხე მეტიგამოფენა “სიცოცხლე და სიკვდილი: დიდებული პომპეი” ახლა უკვე თბილისშია
2021 წლის 13 ოქტომბრიდან 8 ნოემბრამდე თბილისელ დამთვალიერებლებს და დედაქალაქის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ იხილონ გამოფენა “სიცოცხლე და სიკვდილი: დიდებული პომპეი”, რომელზეც წარმოდგენილი იქნება არქეოლოგიური მასალა პომპეის არქეოლოგიური პარკიდან. გამოფენა, რომელიც საქართველოს პირველად სტუმრობს, ივლისის თვეში ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში გაიხსნა, ახლა კი თბილისის შუაგულში, სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმში გადმოინაცვლა. ექსპოზიცია დამთვალიერებელს სთავაზობს, გაეცნოს ორი ათასი წლის […]
Წაიკითხე მეტი