INPS: უცხოეთში რეზიდენტი პენსიონერების ცოცხლად ყოფნის დადასტურების კამპანია 2022/2023 წლებისთვის
INPS (სოციალური უზრუნველყოფის ეროვნული ინსტიტუტი) იტყობინება, რომ დაიწყო ცოცხლად მყოფი უცხოეთში მცხოვრები პენსიონერების აღრიცხვის კამპანია 2022/2023 წლებისთვის. კამპანიის პირველი, 2022 წელთან დაკავშირებული ეტაპი, რომელიც დაიწყება ა.წ. თებერვალში და დასრულდება ა.წ. ივნისში, ეხება ამერიკის კონტინენტების, აზიის, შორეული აღმოსავლეთის, ასევე, სკანდინავიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებსა და მათ მოსაზღვრე ქვეყნებში (მათ შორის, საქართველოში) რეზიდენტ პენსიონერებს. საბანკო ინსტიტუტი CITIBANK […]
Წაიკითხე მეტიჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღე – ვირტუალური გამოფენა “1849-1871. ებრაელები რომში: სეგრეგაციიდან ემანსიპაციამდე”
რომის ებრაული თემისა და რომის ებრაული მუზეუმის ფონდის ორგანიზებით შეიქმნა ექსპოზიცია “1849-1871. ებრაელები რომში: სეგრეგაციიდან ემანსიპაციამდე”, რომლის ამსახველი ვიდეო (სუბტიტრებით ინგლისურ ენაზე) ახლა უკვე ხელმისაწვდომია ვებ-პორტალი “Italiana”-ს Vimeo პლატფორმაზე. იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანაშრომლობის სამინისტროს ხელშეწყობით მომზადებული ვიდეო ამ გამოფენის ერთგვარი ვირტუალური ტურია. ექსპოზიციაზე, რომლის კურატორები ფრანჩესკო ლეონე და ჯორჯია კალო არიან, წარმოდგენილია ექსპონატები […]
Წაიკითხე მეტისაერთაშორისო სადოქტორო კურსები პადუას უნივერსიტეტში
დაიწყო პროგრამის “UNIPhD – Eight century legacy of multidisciplinary research and training for the next-generation talents” სადოქტორო კურსებზე სწავლის მსურველთა ჩაწერა. 2022/2023 აკადემიური წლისთვის შეირჩევა 50 საუკეთესო სტუდენტი მთელი მსოფლიოდან. კურსების ხანგრძლივობა 36 თვეს შეადგენს. მსურველებმა განაცხადი უნდა წარმოადგინონ 2022 წლის 8 მარტის 13:00 სთ-მდე (იტალიის დროით). განაცხადის წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ონლაინ, შემდეგ […]
Წაიკითხე მეტი2021, ღონისძიებები, რომლებიც საელჩოს ორგანიზებით ან მხარდაჭერით გაიმართა
ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღეიანვარი, თბილისი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, იტალიის საელჩომ საქართველოში, ჯორჯო პერლასკას ფონდთან თანამშრომლობით, კინოს მოყვარულებს შესთავაზა დოკუმენტური ფილმი სიმამაცისა და ალტრუიზმის სიმბოლოდ ქცეულ „იტალიელ შინდლერზე”. დანტე ალიგიერის „ღვთაებრივი კომედიის” თემაზე შექმნილი ბალეტი “ბეატრიჩე”მაისი, თბილისიოქტომბერი, ბათუმი დანტე ალიგიერის გარდაცვალების 700 წლისთავის აღნიშვნის ფარგლებში, იტალიის საელჩომ თბილისში, საქართველოს სხვადასხვა ინსტიტუციასთან […]
Წაიკითხე მეტიიტალიური ვერიზმი თბილისში, მე-16 საერთაშორისო სააღდგომო ფესტივალზე
იტალიის საელჩო საქართველოში წელსაც მონაწილეობს საერთაშორისო სააღდგომო ფესტივალში. კონცერტზე, რომელიც იტალიურ ვერიზმს ეძღვნება და ჩვენი საელჩოს ხელშეწყობით იმართება, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე წარსდგებიან არაჩვეულებრივი მომღერლები – მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო სოპრანოდ აღიარებული იანო ალიბეგაშვილი და უამრავი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი, სახელგანთქმული იტალიელი ტენორი ვალტერ ფრაკარო, რომელიც დიდი წარმატებით გამოდის მსოფლიოს ისეთი ცნობილი საოპერო თეატრების სცენებზე, […]
Წაიკითხე მეტიიტალიური ფილმები თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე
5 დეკემბერს იწყება თბილისის მე-22 საერთაშორისო კინოფესტივალი, რომელიც იტალიის საელჩოს ტრადიციული მხარდაჭერით იმართება. ფესტივალის ფარგლებში, კინოთეატრ “ამირანში” ნაჩვენები იქნება 2021 წელს გადაღებული ორი იტალიური ფილმი: ძმები დამიანო და ფაბიო დ’ინოჩენცოს “ლათინური ამერიკა“, შესანიშნავი მსახიობის, ელიო ჯერმანოსა და სამი სხვადასხვა თაობის წარმომადგენელი მსახიობი ქალების, ასტრიდ კაზალის, სარა ჩოკასა და კარლოტა გამბას მონაწილეობით. ფილმი, რომელიც წლევანდელ ვენეციის […]
Წაიკითხე მეტიიტალიური კულინარიის ვარსკვლავი სტუმრად საქართველოში
იტალიური სამზარეულოს მეექვსე მსოფლიო კვირეულის ფარგლებში, იტალიის საელჩოს მოწვევით, საქართველოს ესტუმრა მიშლენის ვარსკვლავით დაჯილდოვებული ყველაზე ახალგაზრდა იტალიელი შეფ-მზარეული მატეო სივერო და კულინარიული აკადემიის სტუდენტებისთვის მაღალი სამზარეულოს მასტერკლასი ჩაატარა. მასტერკლასზე, რომელიც კვირეულის მთავარ თემას, ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღ კვებას ეძღვნებოდა, მატეო სივერომ დამსწრეებს სპეციალური მენიუ – იტალიის (ვენეტოს რეგიონიდან ქალაქ რომამდე) უძველესი კულინარიული ტრადიციისთვის დამახასიათებელი გლეხური […]
Წაიკითხე მეტისემინარი „გასტრონომიული მემკვიდრეობის დაცვა და პოპულარიზაცია: იტალიიდან საქართველოში“
25 ნოემბერს „ფაბრიკის” მრავალფუნქციურ სივრცეში გაიმართა სემინარი „გასტრონომიული მემკვიდრეობის დაცვა და პოპულარიზაცია: იტალიიდან საქართველოში”. ღონისძიება გახსნეს იტალიის ელჩმა ენრიკო ვალვომ და საქართველოს ვიცე-პრემიერმა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა. სემინარმა, რომელიც იტალიური სამზარეულოს მეექვსე მსოფლიო კვირეულის მთავარ თემებს, ეკოლოგიურ კვებით კულტურასა და ბიომრავალფეროვნებას ეძღვნებოდა, დიდი წარმატებით ჩაიარა. მომხსენებლებმა, პოლენცოს გასტრონომიულ მეცნიერებათა […]
Წაიკითხე მეტიდანტე ალიგიერის სახელობის რეჯო კალაბრიის უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი სტიპენდიები იტალიური ენის მასწავლებლებისთვის
დანტე ალიგიერის სახელობის რეჯო კალაბრიის უნივერსიტეტი იტალიური ენის, როგორც უცხოური ენის, მასწავლებლებს სთავაზობს პროფესიული დახელოვნების კურსს (C.A.F.D.). კურსზე სწავლის მსურველებისთვის გამოყოფილია სტიპენდიები 900 ევროს ოდენობით. განაცხადის წარდგენის ვადაა 2021 წლის 29 ნოემბერი. კონკურსში მონაწილეობის პირობების სანახავად დააჭირეთ აქ. კურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად დააჭირეთ აქ.
Წაიკითხე მეტიიტალიური სამზარეულოს მეექვსე მსოფლიო კვირეული
იტალიის საელჩო საქართველოში, იტალიური ნაწარმის (made in Italy) პოპულარიზაციისკენ მიმართული საქმიანობის ფარგლებში, მოხარულია წარმოგიდგინოთ იტალიური სამზარეულოს მეექვსე მსოფლიო კვირეული, რომელიც დღეს იწყება და 28 ნოემბრამდე გაგრძელდება. წლევანდელი კვირეული, იტალიური სამზარეულოს ტრადიციებისა და სამომავლო პერსპექტივების გარდა, ისეთ თემებსაც მოიცავს, როგორიცაა ბიომრავალფეროვნება და ეკოლოგიური კვებითი კულტურა. გულითად მადლობას ვუხდით ჩვენს მრავალრიცხოვან პარტნიორებს, საჯარო და კერძო კომპანიებს, რომელთა […]
Წაიკითხე მეტი