სოციალური ქსელები
იტალიის საელჩო სოციალურ ქსელებს იყენებს ინსტიტუციური მიზნებისთვის, საკუთარი საქმიანობის გამჭვირვალობისა და მისი ცნობადობის გაზრდისთვის: მომხმარებელს აწვდის და უცვლის ინფორმაციას, აქვეყნებს ინსტიტუციური შინაარსის შეტყობინებებს.
გამოქვეყნებული შეტყობინებები შეიცავს ინსტიტუციურ ფოტოსურათებს, ვიდეოებს, პრეს-ბიულეტენებს, საქმიან ინფორმაციას, საელჩოს საქმიანობასთან დაკავშირებულ და იტალია-საქართველოს ურთიერთობებისთვის მნიშვნელოვან სიახლეებს და, ასევე, შეტყობინებებს მოქალაქეების ჩართულობისა და მონაწილეობის შესაძლებლობებზე. პირადი მონაცემები გამოიყენება მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული კანონმდებლობის თანახმად, რომელზეც ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
საკუთარი სოციალური ქსელების მეშვეობით, საელჩოს შეუძლია გააზიაროს და გამოაქვეყნოს სხვა მომხმარებლების მიერ გამოქვეყნებული, საზოგადოებრივი ინტერესის მქონე და სასარგებლო შეტყობინებები და ცნობები.
საელჩო მართავს საკუთარ სოციალურ ქსელებში კომუნიკაციისა და დიალოგისთვის განკუთვნილ სივრცეს და მომხმარებელს სთხოვს, დაიცვას შემდეგი მარტივი წესები:
- მომხმარებელმა საკუთარი აზრი უნდა გამოთქვას კორექტულად, ზომიერად და პატივისცემით.
- თითოეული მომხმარებელი პასუხისმგებელია სოციალურ ქსელებში მის მიერ გამოქვეყნებულ შეტყობინებებსა და გამოთქმულ მოსაზრებებზე. დაუშვებელია შეურაცხმყოფელი და უხამსი შინაარსის მქონე, ასევე, დამცირების, მუქარის, ძალადობის შემცველი ან ცილიმწამებლური გამონათქვამები.
- ინფორმაციის გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ და მხოლოდ პირადი მონაცემების დაცვით. დაუშვებელია საზოგადოებრივი კუთხით მნიშვნელობას მოკლებული ან მესამე პირის პირადი სივრცის დამაზიანებელი ფაქტებისა ან დეტალების მოხსენიება.
- საელჩოს საქმიანობასთან დაკავშირებული თემები მნიშვნელოვანი პირობაა: სრულიად დაუშვებელია ამ სივრცის გამოყენება იმ ინსტიტუციური მიზნებისგან განსხვავებული მიზნებისთვის.
- ყოველი დისკუსია კონკრეტულ თემას უკავშირდება: ყველა მონაწილეს ვთხოვთ, პატივისცემით მოეკიდონ ამ თემებს და თავი აარიდონ ზოგად ან უმიზნო დავას.
- დაუშვებელია რეკლამის, არასასურველი შეტყობინებებისა და კერძო ინტერესებსა თუ უკანონო საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაციის გავრცელება.
- დაუშვებელია ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც არღვევს საავტორო უფლებებს, ასევე, ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც ნებადართული არ არის დარეგისტრირებული სავაჭრო ნიშნების მიერ.
ნებისმიერ შემთხვევაში, თუ სოციალური ქსელები ამის შესაძლებლობას იძლევა, წაიშლება ყველა ის პოსტი, კომენტარი თუ აუდიო ან ვიდეომასალა, რომელიც:
- შეიცავს მიუღებელ და/ან მუქარის ან ძალადობის შემცველ და უხამს ენას;
- წარმოადგენს უკანონო შინაარსის ან უკანონო საქმიანობის წამქეზებელი შინაარსის ინფორმაციას;
- შეიცავს დამამცირებელ, შეურაცხმყოფელ ან ყალბ გზავნილს, პანიკის შემცველ ან მესამე პირის უფლებების დარღვევისკენ მიმართულ ინფორმაციას;
- ავრცელებს პირად მონაცემებსა და პირად ინფორმაციას, ან შეუძლია მესამე პირისთვის ზიანის მოტანა ან მისი რეპუტაციის შელახვა;
- წარმოადგენს უხამსი, პორნოგრაფიული ან პედოპორნოგრაფიული შინაარსის მქონე ან მომხმარებლების გრძნობების შემლახველ ინფორმაციას;
- დისკრიმინაციული ხასიათისაა სქესის, რასის, ეთნიკური, ენისა თუ რელიგიური მრწამსის, პოლიტიკური მოსაზრებების, სექსუალური ორიენტაციის, ასაკის, პირადი და სოციალური მდგომარეობის ნიშნით;
- ემსახურება ისეთი უკანონო საქმიანობის პოპულარიზაციას ან ხელშეწყობას, რომელიც არღვევს ავტორის უფლებებსა ან არასათანადოდ იყენებს დარეგისტრირებულ სავაჭრო ნიშანს.
ამ წესების განმეორებით დარღვევის შემთხვევაში, საელჩო, იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს სოციალური ქსელების პოლიტიკის გათვალისწინებით, უფლებას იტოვებს გამოიყენოს წაშლის ან დაბლოკვის ფუნქცია (იმ შემთხვევაში, თუ ეს შესაძლებელია პირველი გაფრთხილების შემდეგ) და აცნობოს მომხმარებლის ვინაობა სოციალური ქსელების პლატფორმაზე პასუხისმგებელ პირებს და, დანაშაულის განმეორების შემთხვევაში, სასამართლო და სამართალდამცველ ორგანოებს.
საელჩო არ უკავშირდება მომხმარებლებს საკუთარი სოციალური ქსელების მეშვეობით – ეს ქსელები არ ანაცვლებს მოქალაქეებისთვის ინფორმაციისა და დახმარების გაწევისთვის განკუთვნილ ჩვეულ საკომუნიკაციო არხებს. საელჩოსთან დაკავშირება შესაძლებელია ამ ვებგვერდის შესაბამის სექციაში მითითებული წესების დაცვით.