ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

იტალია და საქართველო

ორმხრივი ურთიერთობები

იტალია, ევროკავშირის პოლიტიკასთან შეთანხმებით, მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და საქართველოს სწრაფვას, დაუახლოვდეს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებს. ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობა წარმოადგენს ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ნაწილს, რომელმაც 2009 წლიდან მნიშვნელოვანი წინსვლა გააკეთა და საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკისათვის მიმზიდველ ქვეყანად აქცია. საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების თვალსაზრისით, 2014 და 2017 წლები ორი უმნიშვნელოვანესი მოვლენით გამოირჩევა: ხელი მოეწერა შეთანხმებას ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ (DCFTA) და ამოქმედდა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი.

 

 

იტალია მხარს უჭერს ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების (გაერო, ეუთო, ნატო, ევროსაბჭო) ძალისხმევას, რომელიც მიმართულია საქართველოს მზარდი განვითარებისაკენ.

 

 

იტალიასა და საქართველოს შორის არსებულ მჭიდრო კავშირებს ნათლად ადასტურებს ორი ქვეყნის მთავრობათა წარმომადგენლების ხშირი შეხვედრები.

This site is registered on wpml.org as a development site.