ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

ეკონომიკური დიპლომატია

ეკონომიკური თანამშრომლობა

იტალიასა და საქართველოს დიდი ხნის მყარი ეკონომიკური ურთიერთობა აკავშირებთ, როგორც სახელმწიფო, ასევე სამეწარმეო დონეზე. სავაჭრო ურთიერთობები გამარტივებულია 2014 წლის ოქტომბერში ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების (DCFTA) ძალაში შესვლის შემდგომ. ვაჭრობის კუთხით, იტალია საქართველოს რიგით მეოთხე პარტნიორია ევროპის, და მეათე – მსოფლიო მასშტაბით.
საქართველოში წარმოდგენილი იტალიური კომპანიების რიცხვი დღითიდღე იზრდება. საკმარისია ვახსენოთ Gruppo Ferrero (თხილის წარმოება), რომელიც სოფლის მეურნეობის დარგში ყველაზე მნიშვნელოვანი უცხოელი ინვესტორია. საქართველოში მიმდინარე მნიშვნელოვანი ინფრაქტრუქტურული პროექტების განხორციელებაში ჩართულია ისეთი უმსხვილესი იტალიური კომპანიები, როგორიცაა Saipem და Salini Impregilo.
იტალიის სტატისტიკის ეროვნული ინსტიტუტის (ISTAT) საგარეო ვაჭრობის სტატისტიკური მონაცემების სანახავად დააჭირეთ აქ.
ექსპორტის სერვისებთან გამარტივებული წვდომისთვის დააჭირეთ აქ.

 

საქმიანი ურთიერთობების დამყარების შესაძლებლობები საქართველოში

წარმოადგენთ იტალიურ კომპანიას და გსურთ მიიღოთ დეტალური ინფორმაცია საქართველოში ბიზნესისა და ინვესტირების შესახებ? იხილეთ “Osservatorio Economico” და “Infomercatiesteri“-ს გვერდი, რომელიც საქართველოს ეძღვნება.
სხვა სასარგებლო ინფორმაცია და წყაროები ხელმისაწვდომია ჩვენი ვებგვერდის სექციაში “საქმიანი ურთიერთობების დამყარების შესაძლებლობები საქართველოში“.
ტენდერებისა და სახელმწიფო შესყიდვების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებ-პორტალზე “Extender” ან საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე.

 

საქმიანი ურთიერთობების დამყარების შესაძლებლობები იტალიაში

იტალიაში ბიზნესის შესაძლებლობებთან დაკავშირებული ინფორმაცია ხელმისაწვდომია ჩვენი ვებგვერდის სექციაში “საქმიანი ურთიერთობების დამყარების შესაძლებლობები იტალიაში“.
გარდა ამისა, იხილეთ ცნობარები “Doing Business in Italy” და “Why Invest in Italy“.

 

შეთანხმებები

ეკონომიკური სახის ძირითადი შეთანხმებებია:
1997 წლის 15 მაისს რომში ხელმოწერილი შეთანხმება თანამშრომლობის შესახებ ტურიზმის სფეროში (ძალაშია 1997 წლის 15 სექტემბრიდან);
1997 წლის 15 მაისს რომში ხელმოწერილი ერთობლივი დეკლარაცია ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ (ძალაშია 1997 წლის 15 მაისიდან);
1997 წლის 15 მაისს რომში ხელმოწერილი შეთანხმება დამატებითი ოქმით ინვესტიციების ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ (ძალაშია 1999 წლის 26 ივლისიდან);
1997 წლის 15 მაისს რომში ხელმოწერილი შეთანხმებამგზავრებისა და ტვირთების საერთაშორისო ტრანსპორტის რეგულირების შესახებ (ძალაშია 2000 წლის 1 ივნისიდან);
2000 წლის 31 ოქტომბერს რომში ხელმოწერილი კონვენცია დამატებითი ოქმით მემკვიდრეობაზე ორმაგი გადასახადების დაწესებისა და გადასახადების გადაუხდელობის თავიდან აცილების შესახებ (ძალაშია 2004 წლის 19 თებერვლიდან);
2004 წლის 24 ნოემბერს თბილისში ხელმოწერილი ⦁ ერთობლივი დეკლარაცია ეკონომიკურ ურთიერთობათა საკონსულტაციო საბჭოს შესახებ (ძალაშია 2004 წლის 24 ნოემბრიდან);
⦁ 2017 წლის 26 იანვარს თბილისში ხელმოწერილი მემორანდუმი ორმხრივ თანამშრომლობაზე საბაჟო სფეროში (ძალაშია 2017 წლის 26 იანვრიდან);
⦁ 2022 წლის 5 აგვისტოს თბილისში ხელმოწერილი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სოფლის მეურნეობისა და ღვინის სექტორში გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვასთან დაკავშირებით იტალიის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და სატყეო პოლიტიკის სამინისტროსა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრ „საქპატენტს” შორის (ძალაშია 2022 წლის 5 აგვისტოდან).

 

კომერციული განყოფილება

საელჩოს კომერციული განყოფილება დახმარებას უწევს საქართველოში ვიზიტით ჩამოსულ სამთავრობო დელეგაციებსა და მეწარმეთა მისიებს. აგროვებს, ამუშავებს და გასცემს ინფორმაციას საქართველოში მაკროეკონომიკური გარემოსა და ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების მდგომარეობის შესახებ. ხელს უწყობს ორმხრივი ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას და დახმარებას უწევს იტალიურ კომპანიებს სასამართლო დავების შემთხვევაში. აწარმოებს ახალ შეთანხმებებთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს საქართველოს უწყებებთან.

კომერციული ატაშე
commerciale.tbilisi@esteri.it
ტელ: (00995 32) 2996418 (შიდა ნომერი 105)
ფაქსი: (00995 32) 2996415

 

სააგენტო ICE

სააგენტო ICE საქართველოში მოქმედებს თბილისის წარმომადგენლობის მეშვეობით, რომელიც სააგენტო ICE-ს ბაქოს ოფისს ექვემდებარება და საქმიანობს საქართველოში იტალიის საელჩოს ზედამხედველობის ქვეშ (და მდებარეობს საელჩოს შენობაში). სააგენტოს სერვისებია: იტალიური და ქართული კომპანიებისათვის ინფორმაციის შეგროვება და მიწოდება (ბაზრის დარგობრივი კვლევა და მონაცემთა დამუშავება), მათი დახმარება სხვადასხვა სახის ინიციატივებში და ადგილობრივი კომპანიების იტალიაში მისიების ორგანიზება. დამატებითი ინფორმაციისთვის დააჭირეთ აქ.