საქართველოში იტალიური ენის პოპულარიზაციასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი სიახლე
იტალიური ენის ოცდამეექვსე მსოფლიო კვირეული, რომელიც იტალიის საელჩოს მიერ ორგანიზებული უამრავი სხვადასხვა ინიციატივით აღინიშნა, მნიშვნელოვანი ღონისძიებით დასრულდა: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში იტალიური ენის კვირეულის განმავლობაში ქართულ-იტალიური განათლების ცენტრი „მინერვას“ მიერ საქართველოს საჯარო და კერძო ქართულ სკოლებში ორგანიზებულ სხვადასხვა სასკოლო აქტივობაში გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოება გაიმართა. კონკურსებში გამარჯვებული მოსწავლეები იტალიის საელჩოსა და შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს […]
Წაიკითხე მეტიგრძელდება იტალიური ენის XXVI მსოფლიო კვირეულის აღნიშვნა საქართველოში
იტალიური ენის მსოფლიო XXVI კვირეულის პირველმა ღონისძიებამ დიდი წარმატებით ჩაიარა. ღონისძიებაზე, რომელშიც ცნობილი იტალიელი პოეტი, მწერალი და დრამატურგი დავიდე რონდონი, ქართველი პოეტი დავით მაღრაძე და იტალიელი ჟურნალისტი და ისტორიული ნარკვევების ავტორი პიერლუიჯი ვერჩეზი მონაწილეობდნენ, გამოფენილი იყო საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნის მუზეუმში დაცული ერთადერთი ინკუნაბულა, დანტე ალიგიერის “ღვთაებრივი კომედიის” 1481 წლის უნიკალური გამოცემა. იტალიური ენის მსოფლიო […]
Წაიკითხე მეტიიტალიის ელჩი მასიმილიანო დ’ანტუონოს შეხვედრა ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან
იტალიის ელჩი მასიმილიანო დ’ანტუონო დაესწრო საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham Georgia) მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას, რომელიც იტალია-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებსა და ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური, სავაჭრო და საინვესტიციო თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობებს მიეძღვნა. ელჩს საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა ირაკლი ბაიდაშვილმა უმასპინძლა. ელჩმა დ’ანტუონომ ისაუბრა იტალიასა და საქართველოს შორის მჭიდრო ურთიერთობებზე, რომლებიც მრავალწლიან მეგობრობას, ურთიერთპატივისცემასა და ძლიერ ეკონომიკურ […]
Წაიკითხე მეტიიტალიის საელჩო აგრძელებს იმ მრავალფეროვანი კულტურული ღონისძიებების მხარდაჭერას, რომლებიც იტალიელი ხელოვანების საქართველოში უკეთ გაცნობას ემსახურება
ოქტომბერი კულტურული ღონისძიებებით მდიდარი თვეა. იტალიის საელჩომ იტალიური კულტურის მოყვარულებს ძალიან საინტერესო პროგრამა მოუმზადა, რომელიც ხელოვნების სხვადასხვა დარგს (კინოს, მუსიკას, თეატრს, ქორეორაფიასა და კომიქსებს) მოიცავს – საელჩოს მხარდაჭერით უამრავი ფესტივალი, კინოჩვენება, შეხვედრა და კონცერტი იმართება. კინო: ოქტომბრის თვის უმნიშვნელოვანესი კულტურული მოვლენა ქუთაისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალი გახლდათ, რომლის საკონკურსო პროგრამაში არაერთი იტალიური ფილმი მონაწილეობდა. ფესტივალის […]
Წაიკითხე მეტიგრძელდება იტალიის სპორტის დღის აღნიშვნა საქართველოში
იტალიის სპორტის დღემ, იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს ინიციატივამ, რომლის მიზანი, სპორტისა და სპორტსმენების მეშვეობით, იტალიური სპორტული ინდუსტრიებისა და მათთან დაკავშირებული სფეროების პოპულარიზაციაა, ქართულ საზოგადოებაში დიდი ინტერესი გამოიწვია. ამ დღესთან დაკავშირებით, იტალიის საელჩომ, Sports Orient-სთან თანამშრომლობით, სპორტის მოყვარულებსა და გულშემატკივრებს საინტერესო ღონისძიება შესთავაზა. თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ დრამატულ თეატრში გუშინ გამართულ […]
Წაიკითხე მეტიიტალიური ენის ოცდამეექვსე მსოფლიო კვირეული დაიწყო
გუშინ საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში იტალიური ენის XXVI მსოფლიო კვირეულის პირველი ღონისძიება გაიმართა. კვირეულს დასაბამი 2001 წელს იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროსა და კრუსკას აკადემიას შორის შეთანხმების საფუძველზე მიეცა, მოგვიანებით კი მას შვეიცარიის კონფედერაციაც შეუერთდა. ამ ყოველწლიური ინიციატივის მიზანი, რომელიც იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის პატრონაჟით ტარდება, უცხოეთში იტალიური ენობრივი და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციაა. იტალიური ენის […]
Წაიკითხე მეტიიტალიური ენის ოცდამეექვსე მსოფლიო კვირეული
საქართველოში ბრუნდება იტალიური ენის კვირეული, რომელიც იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის პატრონაჟით ტარდება. კვირეული წელს უკვე ოცდამეექვსედ იმართება და მისი მიზანია უცხოეთში იტალიური ენობრივი და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია. ინიციატივას დასაბამი 2001 წელს იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროსა და კრუსკას აკადემიას შორის შეთანხმების საფუძველზე მიეცა, მოგვიანებით კი მას შვეიცარიის კონფედერაციაც შეუერთდა. იტალიური ენის მსოფლიო კვირეული, რომლის […]
Წაიკითხე მეტიიტალიური სამზარეულოს მსოფლიო კვირეულის ფარგლებში ორგანიზებული წვეულება
იტალიური სამზარეულოს მეთერთმეტე მსოფლიო კვირეული იტალიის საელჩოს მიერ ორგანიზებული საზეიმო ღონისძიებით გაგრძელდა: თბილისის ერთ-ერთმა საუკეთესო რესტორანმა „რესპუბლიკამ“ უმასპინძლა წვეულებას, რომელიც პულიის რეგიონის სამზარეულოს გასაოცარ გემოებს მიეძღვნა. ცნობილმა იტალიელმა შეფ-მზარეულმა და რესტორან „Osteria del Borgo Antico di Gioia del Colle“-ს მფლობელმა ოტავიო ჯულიო სურიკომ წვეულების 150-ზე მეტ სტუმარს (მათ შორის, სამთავრობო წრეების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, […]
Წაიკითხე მეტიიტალიური სამზარეულოს მსოფლიო კვირეულის აღნიშვნა
იტალიური სამზარეულოს მე-11 მსოფლიო კვირეულის აღნიშვნა საქართველოში 3 ოქტომბერს იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებული იტალიური სამზარეულოს სიყვარულით გაჯერებული, ხალისიანი და ხალხმრავალი ღონისძიებით დაიწყო. იტალიის საელჩოს მიერ ჩაფიქრებული და What About Georgia-სთან თანამშრომლობით ორგანიზებული პირველი ღონისძიება მიეძღვნა პულიის რეგიონის მდიდარი კულინარიული ტრადიციებითა და ავთენტური რეცეპტებით გამორჩეულ სამზარეულოს. პულიის სურნელითა და გემოებით აღსავსე ორი დღე: 3 […]
Წაიკითხე მეტიიტალიური დიზაინის დღე 2026: NABA-ს სასწავლო სტიპენდიები ქართველი ახალგაზრდებისთვის
იტალიური დიზაინის დღის ფარგლებში, რომელიც საქართველოში იტალიის საელჩოს მიერ, იტალიის საგარეო ვაჭრობის ხელშეწყობის სააგენტოსთან (ITA) თანამშრომლობით, წელს უკვე მეათედ აღინიშნება, ახალი სახვითი ხელოვნების აკადემია (NABA) ქართველ ახალგაზრდებს ნაწილობრივ სასწავლო სტიპენდიებს სთავაზობს. ინიციატივა, რომლის თემაა “Re-Design. სივრცის, ობიექტებისა და იდეების რეგენერაცია“, კონკურსის მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, წარმოადგინონ ამ თემის საკუთარი შემოქმედებითი ხედვა და ინტერპრეტაცია. განაცხადების მიღება დაიწყო […]
Წაიკითხე მეტი