იტალიური მონაწილეობა მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების ფესტივალზე
29 ივლისიდან 3 აგვისტომდე კავკასიონის სამხრეთ ქედის კალთებზე მდებარე, ულამაზესი ბუნებით, მდიდარი ისტორიითა და უნიკალური კულტურით გამორჩეული საქართველოს რეგიონი, სვანეთი, მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების რიგით მეხუთე ფესტივალს მასპინძლობს, რომელიც საქართველოში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით იმართება. მთის თემატიკაზე მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან წარმოდგენილი მოკლე და სრულმეტრაჟიანი ფილმების გარდა, ფესტივალს იტალიიდან განსაკუთრებული სტუმრები ეწვივნენ, მათ შორის, მე-19 საუკუნის […]
Წაიკითხე მეტისტიპენდიები მილანის ლა სკალას თეატრის აკადემიაში სასწავლებლად
იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტრო, ლა სკალას თეატრის აკადემიასთან მრავალწლიანი თანამშრომლობის საფუძველზე, გასცემს საერთაშორისო სტუდენტებისთვის განკუთვნილ 7 სტიპენდიას საშემსრულებლო ხელოვნების მენეჯმენტის სამაგისტრო კურსზე სწავლისთვის. სტიპენდია, რომლის ხანგრძლივობა 6 თვეს, ხოლო ოდენობა თვიურად 1000 ევროს შეადგენს, გაიცემა 2026 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 30 ივნისამდე პერიოდისთვის. კანდიდატურის წარდგენის ვადაა 2025 წლის 1 ოქტომბერი. დაინტერესებულმა […]
Წაიკითხე მეტისაქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორს, პროფ. დავით ლორთქიფანიძეს გადაეცა ორდენი იტალიის რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისთვის
გუშინ, 17 ივლისს, იტალიის რეზიდენციაში, კულტურის, მეცნიერებისა და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლების თანდასწრებით, იტალიის ელჩმა მასიმილიანო დ’ანტუონომ საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორს, პროფ. დავით ლორთქიფანიძეს გადასცა ორდენი იტალიის რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისთვის. იტალიის რესპუბლიკის უმაღლესი ჯილდო პროფ. დავით ლორთქიფანიძეს საქართველოში იტალიის საელჩოს წარდგინებით, იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ მიანიჭა, იტალიის ფასდაუდებელი კულტურული მემკვიდრეობის საქართველოში გავრცელებისა და პოპულარიზაციის საქმეში […]
Წაიკითხე მეტილუკა ჯორდანო და მისი ბენდი ბლუზის საერთაშორისო ფესტივალზე
დიდი წარმატება ხვდა წილად ლუკა ჯორდანოსა და მისი ბენდის კონცერტს, რომელიც საქართველოში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით ორგანიზებული ბლუზის მე-9 საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში გაიმართა. 12 ივლისს ლაგოდეხის ნაკრძალში მდებარე ბლუზ ვილიჯის სივრცემ გამორჩეულ იტალიელ სტუმარს უმასპინძლა: სხვადასხვა ქვეყნის კლუბებში, ფესტივალებსა და პრესტიჟულ სცენებზე სახელგანთქმულ მუსიკოსებთან ერთად თუ სოლისტად გამოსვლის შემდეგ, იტალიელი გიტარისტი, მომღერალი და კომპოზიტორი, ევროპული ბლუზის […]
Წაიკითხე მეტისწავლის შესაძლებლობა: ICoN-ის მიერ გამოყოფილი სასწავლო სტიპენდიები
კონსორციუმი ICoN აცხადებს კონკურსს 20 სტიპენდიის მისაღებად, რომლებიც იტალიური ენისა და კულტურის ონლაინ საბაკალავრო პროგრამაზე სასწავლებლად გაიცემა. სტიპენდიები, რომლებიც ითვალისწინებს იტალიური ენისა და კულტურის ონლაინ საბაკალავრო პროგრამის 1 სემესტრის (2025 წლის სექტემბერი – 2025 წლის თებერვალი) სწავლის საფასურის ნაწილობრივ დაფარვას, განკუთვნილია უცხოელი სტუდენტებისათვის და უცხოეთში მცხოვრები იტალიის მოქალაქეებისათვის, რომლებიც აკმაყოფილებენ იტალიის უნივერსიტეტებში სწავლისთვის აუცილებელ მოთხოვნებს. […]
Წაიკითხე მეტიიტალიური ინოვაციებისა და კვლევების დღე 2025
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ტექნოპარკში აღინიშნა იტალიური ინოვაციებისა და კვლევების დღე, რომელიც იტალიასა და საქართველოს შორის სამეცნიერო და ტექნოლოგიურ დარგებში თანამშრომლობის გაღრმავებას მიეძღვნა. საქართველოში იტალიის საელჩოსა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მიერ ორგანიზებული ღონისძიება, რომლის მიზანია ორ ქვეყანას შორის ტექნოლოგიების დარგში არსებული მჭიდრო ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება, იტალიის ელჩმა მასიმილიანო დ’ანტუონომ […]
Წაიკითხე მეტიიტალიური კინოს მერვე მსოფლიო კვირეული
იტალიური კინოს მერვე მსოფლიო კვირეულის ფარგლებში, რომელიც იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანაშრომლობის სამინისტროსა და იტალიის კულტურის სამინისტროს ინიციატივით იმართება და ეძღვნება ყველა იმ პროფესიის წარმომადგენლებს (მსახიობებს, რეჟისორებს, სცენარისტებს, ოპერატორებს, კომპოზიტორებს, მემონტაჟეებს და სხვ.), რომელთა გარეშეც რთული და კომპლექსური კინოსამყაროს არსებობა შეუძლებელია, იტალიის საელჩო საქართველოში, საერთაშორისო ახალგაზრდულ კინოფესტივალ „თაობასთან“ და საქართველოს ეროვნულ კინოცენტრთან თანამშრომლობით, გთავაზობთ […]
Წაიკითხე მეტიმსოფლიო ბალეტის ვარსკვლავები ქართულ სცენაზე
გრძელდება საქართველოში იტალიის საელჩოსა და თბილისის საერთაშორისო ბალეტის ფესტივალის თანამშრომლობა. რიგით მეექვსე ფესტივალის ფარგლებში, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სცენაზე წარმოდგენილი იქნება ორი სპექტაკლი ბალეტის იტალიელი ვარსკვლავების მონაწილეობით: ფესტივალი გაიხსნება 24 ივნისს პეტრე ჩაიკოვსკის „გედების ტბით“, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს შესანიშნავი საშემსრულებლო ტექნიკით განთქმული იტალიელი ბალერონი, ჰამბურგის ბალეტისა და ვენის სახელმწიფო ბალეტის სოლისტი ალესანდრო ფროლა. […]
Წაიკითხე მეტივირტუოზი იტალიელი პიანისტი თბილისი პიანო ფესტზე
17-28 ივნისს გაიმართება თბილისი პიანო ფესტი, რომელიც ყოველ წელს საქართველოს დედაქალაქში სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ სახელგანთქმულ პიანისტებს მასპინძლობს. ფესტივალის ფარგლებში გაიმართება იტალიის საელჩოს მხარდაჭერით ორგანიზებული კონცერტი Miami International Piano Festival in Lecce-ს სამხატვრო ხელმძღვანელისა და ასოციაცია Nireo-ს დამფუძნებლის, მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული საკონცერტო დარბაზების ხშირი სტუმრის, ქართველი მსმენელისთვის კარგად ნაცნობი იტალიელი პიანისტისა და დირიჟორის, ფრანჩესკო ლიბეტას მონაწილეობით. […]
Წაიკითხე მეტისაქართველოს დედაქალაქში იტალიის ეროვნული დღესასწაული აღინიშნა
იტალიის საელჩომ საქართველოში იტალიის რესპუბლიკის ეროვნული დღე 3 ივნისს აღნიშნა და თბილისის საუცხოო ხედით განთქმულ ისტორიულ რესტორან „ფუნიკულიორში“ გამართული საზეიმო ღონისძიების მრავალრიცხოვან სტუმრებს უამრავი სიურპრიზი დაახვედრა. ღონისძიება, რომელსაც ქართული საზოგადოებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე, საქართველოში მცხოვრები იტალიელები დაესწრნენ, იტალიის ელჩმა მასიმილიანო დ’ანტუონომ გახსნა. “იტალიასა და საქართველოს, ჩვენს ხალხებს შორის კავშირები ძალიან ღრმაა, […]
Წაიკითხე მეტი