ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

სიახლეები

შეიყვანეთ თქვენი საძიებო პარამეტრები
Reset
18 ნოემბერი 2025
#SCIM2025, იტალიური სამზარეულო – კულტურა, რომელიც ტრადიციებით, ინოვაციებით, ჯანსაღი და ეკოლოგიურად სუფთა კვების პრინციპებით საზრდოობს

საქართველოში ბრუნდება იტალიური სამზარეულოს მსოფლიო კვირეული, რომელიც იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს ინიციატივით, წელს უკვე მეათედ იმართება და მიზნად ისახავს იტალიური იდენტობისა და კულტურის შემადგენელი ნაწილის – კულინარიული ტრადიციებისა და ენოგასტრონომიული ცოდნის პოპულარიზაციას. წლევანდელი კვირეულის თემაა „იტალიური სამზარეულო – კულტურა, რომელიც ტრადიციებით, ინოვაციებით, ჯანსაღი და ეკოლოგიურად სუფთა კვების პრინციპებით საზრდოობს“ და მისი მიზანია […]

Წაიკითხე მეტი
11 ნოემბერი 2025
სახელოვნებო რეზიდენცია სიცილიაზე

სიცილიის გეოგრაფიული საზოგადოება და სეჯესტას არქეოლოგიური პარკი, ქ. ჯიბელინას 2026 წლისთვის იტალიის თანამედროვე ხელოვნების დედაქალაქად დასახელებასთან დაკავშირებით, აცხადებს კონკურსს “Cum Grano: თანამედროვე ხელოვნებისა და არქეოლოგიის ხედვები” ერთი ქართველი ხელოვანის შესარჩევად, რომელსაც შესაძლებლებლობა ექნება 2026 წლის ივნისის თვის განმავლობაში იცხოვროს და იმუშაოს ტრაპანის პროვინციის ქ. ჯიბელინაში მდებარე რეზიდენციაში. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 1986 წლის 31 დეკემბრის […]

Წაიკითხე მეტი
4 ნოემბერი 2025
ქართველი საოპერო მომღერალი იანო ალიბეგაშვილი იტალიის ვარსკვლავის კავალერის ორდენით დაჯილდოვდა

გუშინ, 3 ნოემბერს, იტალიის რეზიდენციაში, კულტურის სფეროს მრავალრიცხოვანი წარმომადგენლების თანდასწრებით, იტალიის ელჩმა მასიმილიანო დ’ანტუონომ ბრწყინვალე ქართველ საოპერო მომღერალ იანო ალიბეგაშვილს იტალიის ვარსკვლავის კავალერის ორდენი გადასცა. იტალიის რესპუბლიკის უმაღლესი ჯილდო მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო სოპრანოდ აღიარებულ იანო ალიბეგაშვილს საქართველოში იტალიის საელჩოს წარდგინებით, იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ მიანიჭა, UNESCO-ს კულტურული მემკვიდრეობის არამატერიალურ ძეგლად აღიარებული იტალიური საოპერო სიმღერის საქართველოში […]

Წაიკითხე მეტი
3 ნოემბერი 2025
ხელოვნების 28-ე საერთაშორისო ფესტივალი “საჩუქარის” იტალიური ფოკუსი

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი “საჩუქარი”, რომელიც საქართველოში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით იმართება, საქართველოს დედაქალაქში ყოველწლიურად მასპინძლობს თეატრალურ დასებსა და ხელოვანებს საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. წლევანდელმა, 28-ე ფესტივალმა თეატრის მოყვარულებს მართლაც არაჩვეულებრივი საჩუქარი მოუმზადა: იტალიური ფოკუსი, რომელიც იტალიის საელჩოს მიერ ემილია-რომანიას რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით განხორციელებული პროექტის ფარგლებში ტარდება და სპექტაკლებს, თეატრალურ სახელოსნოებსა და კინოჩვენებებს […]

Წაიკითხე მეტი
28 ოქტომბერი 2025
შეხვედრა ცნობილ იტალიელ მწერალსა და პოეტთან, დაჩა მარაინისთან

იტალიური ენის ოცდამეხუთე მსოფლიო კვირეულის ფარგლებში, იტალიის საელჩომ თანამედროვე ლიტერატურის მოყვარულებს შესანიშნავი საჩუქარი მოუმზადა: გუშინ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა ცნობილ იტალიელ მწერალთან, პოეტსა და ესეისტთან, დაჩა მარაინისთან. არაერთი პრესტიჟული ლიტერატურული პრემიით დაჯილდოებულმა მწერალმა, წარადგინა ქართულ ენაზე გამოცემული წიგნი „წერის სიყვარული“ და ღონისძიების სტუმრებთან, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებთან, სამყაროსა და მწერლობის საკუთარ […]

Წაიკითხე მეტი
22 ოქტომბერი 2025
სწავლის შესაძლებლობა: მილანის მოდის მენეჯმენტის ინსტიტუტის (IIFM – Italian Institute of Fashion Management) მიერ გამოყოფილი სტიპენდიები

მილანის მოდის მენეჯმენტის ინსტიტუტი (IIFM – Italian Institute of Fashion Management) აცხადებს მიღებას Fashion მენეჯმენტის ერთწლიან სამაგისტრო პროგრამებზე. სწავლა მოდისა და ფუფუნების მოდის სფეროს ადმინისტრირების კურსებზე  2026 წლის იანვaრში დაიწყება და ინგლისურ ენაზე წარიმართება. საქართველოს მოქალაქეობის მქონე სტუდენტებისთვის  გამოყოფილია  10 500 ევროს ოდენობის ორი სტიპენდია. განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 30  ნოემბერი. დეტალური ინფორმაციისთვის […]

Წაიკითხე მეტი
13 ოქტომბერი 2025
#SLIM2025, იტალიური ენის ოცდამეხუთე მსოფლიო კვირეული

13-19 ოქტომბერს მთელ მსოფლიოში აღინიშნება იტალიური ენის ოცდამეხუთე კვირეული, რომელიც იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის პატრონაჟით ტარდება. ამ ყოველწლიურ ინიციატივას, რომლის მიზანი უცხოეთში იტალიური ენობრივი და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციაა, დასაბამი 2001 წელს იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროსა და კრუსკას აკადემიას შორის შეთანხმების საფუძველზე მიეცა, მოგვიანებით კი მას შვეიცარიის კონფედერაციაც შეუერთდა. იტალიური ენის მსოფლიო კვირეული, რომლის […]

Წაიკითხე მეტი
8 ოქტომბერი 2025
სწავლის შესაძლებლობა: სამაგისტრო პროგრამა “Techniques for the Analysis, Identification, and Evaluation of Mineral Deposits”

ტურინის უნივერსიტეტი აცხადებს მსურველთა ჩაწერას ინგლისურენოვან სამაგისტრო კურსზე „Techniques for the Analysis, Identification, and Evaluation of Mineral Deposits” 2025-2026 აკადემიური წლისთვის. სამაგისტრო კურსი იმართება ტურინის, გენუის, ნეაპოლის, კალაბრიის, კატანიის, კალიარის, პადუის, კიეტის და ფერარის უნივერსიტეტებისა და იტალიის კვლევების ეროვნული ცენტრის გეოლოგიურ მეცნიერებათა და გეოლოგიური რესურსების ინსტიტუტის (IGG-CNR) ხელშეწყობით. სამაგისტრო კურსზე წინასწარი ჩაწერა შესაძლებელია 2025 წლის […]

Წაიკითხე მეტი
7 ოქტომბერი 2025
მე-17 საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „ღამის სერენადები“

საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი “ღამის სერენადები”, რომელიც 1982 წელს სახელგანთქმული ქართველი მევიოლინე ლიანას ისაკაძის მიერ დაარსდა და ტრადიციულად, საქართველოში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით იმართება, მუსიკის მოყვარულებს სთავაზობს ორ შესანიშნავ მუსიკალურ საღამოს იტალიელი ხელოვანების მონაწილეობით. კონცერტზე, რომელსაც 9 ოქტომბერს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზი უმასპინძლებს, ორკესტრს „საქართველოს ვირტუოზებს” ქართველი მსმენელისთვის კარგად ნაცნობი სახელგანთქმული იტალიელი დირიჟორი […]

Წაიკითხე მეტი
30 სექტემბერი 2025
ევროკავშირში შესვლისა და გასვლის სისტემა (EES)

ევროპის პარლამენტისა და საბჭოს (EU) 2017/2226 რეგულაციით შემუშავდა შესვლისა და გასვლის რეგისტრაციის ცენტრალიზებული სისტემა მესამე ქვეყნების მოქალაქეებისათვის, რომლებიც შენგენის გარე საზღვრებს კვეთენ მოკლევადიანი (180-დღიან პერიოდში არაუმეტეს 90 დღის ხანგრძლივობის) ვიზიტისთვის. ახალი სისტემა, რომელიც მიზნად ისახავს საზღვარზე კონტროლის ეფექტური მართვის გაუმჯობესებას, 2026 წლის 10 აპრილს სრულად ამოქმედდება. ეს წესი 2025 წლის 12 ოქტომბერს ამოქმედდა და ის […]

Წაიკითხე მეტი