ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

სტიპენდიები მილანის ლა სკალას თეატრის აკადემიაში სასწავლებლად

Accademia Alla Scala-logo

მილანის ლა სკალას აკადემია, მილანის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტთან და Piccolo Teatro di Milano – Teatro d’Europa-სთან თანამშრომლობით, გასცემს სტიპენდიებს საშემსრულებლო ხელოვნების მენეჯმენტის სამაგისტრო კურსზე სწავლისთვის (ხანგრძლივობა: 1 წელი).
ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის კანდიდატურის წარდგენის ვადაა 2026 წლის 16 სექტემბერი, ევროკავშირის წევრი მოქალაქეებისთვის კი – 2026 წლის 30 სექტემბერი.
წარჩინებული სტუდენტებისთვის განსაზღვრულია მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ჯანლუკა სპინას სახ. ასოციაციის მიერ გამოყოფილი 3 სასწავლო სტიპენდია და, ასევე, იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს მიერ გამოყოფილი სტიპენდიები წარჩინებული უცხოელი სტუდენტებისთვის.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.