იტალიის ელჩი მასიმილიანო დ’ანტუონო დაესწრო საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham Georgia) მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას, რომელიც იტალია-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებსა და ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური, სავაჭრო და საინვესტიციო თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობებს მიეძღვნა. ელჩს საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა ირაკლი ბაიდაშვილმა უმასპინძლა.
ელჩმა დ’ანტუონომ ისაუბრა იტალიასა და საქართველოს შორის მჭიდრო ურთიერთობებზე, რომლებიც მრავალწლიან მეგობრობას, ურთიერთპატივისცემასა და ძლიერ ეკონომიკურ თანამშრომლობას ეფუძნება (ვაჭრობის კუთხით, იტალია საქართველოს რიგით მეორე პარტნიორია ევროპის მასშტაბით), ასევე, ისაუბრა იტალიური წარმოების მიერ შემოთავაზებულ შესაძლებლობებზე ისეთ დარგებში, როგორიცაა ინფრასტრუქტურა, ტრანსპორტი, ენერგია, მშენებლობა, სასურსათო წარმოება და ინოვაციები. „ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ იტალიასა და საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოებას, ორი ქვეყნის სამეწარმეო წრეებს შორის კავშირების გაძლიერებას, ახალი პარტნიორობის განვითარებას, განსაკუთრებით, იმ დარგებში, სადაც სულ უფრო მზარდია მოთხოვნა მაღალ ხარისხსა და საერთაშორისო გამოცდილებაზე“, – აღნიშნა ელჩმა დ’ანტუონომ.
ღონისძიება გაგრძელდა დისკუსიით, რომელშიც საქართველოს ამერიკული სავაჭრო პალატის, იტალიურ-ქართული სავაჭრო პალატისა (ITAGEO) და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, რომლებმაც ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე, გამოცდილების გაზიარებასა და ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომოკური კავშირების გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.
#DiplomaziaEconomica