ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

სიახლეები

შეიყვანეთ თქვენი საძიებო პარამეტრები
Reset
18 აგვისტო 2025
იტალიის ელჩი მასიმილიანო დ’ანტუონო 16-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებს შეხვდა

16-წლამდელ კალათბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე, რომელსაც თბილისმა ახლახან უმასპინძლა, იტალიის ელჩი მასიმილიანო დ’ანტუონო იტალიის ნაკრებს შეხვდა. ძლიერ მეტოქეებთან დაძაბული მატჩების შემდეგ, იტალიელმა კალათბურთელებმა ასპარეზობა მე-4 ადგილით დაასრულეს, სერბეთის, ლიეტუვისა და სლოვენიის შემდეგ. ეს შედეგი ახალგაზრდა იტალიელ სპორტსმენებს შესაძლებლობას მისცემს, იასპარეზონ მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც თურქეთში გაიმართება. „ყოჩაღ, ბიჭებო, თქვენ ჩვენი ქვეყნის ჭეშმარიტი დესპანები ხართ!“, ასეთი სიტყვებით […]

Წაიკითხე მეტი
8 აგვისტო 2025
სამუშაო ადგილზე დაღუპულ იტალიელთა ხსოვნის დღე. მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრის ანტონიო ტაიანის მიმართვა

69 წელი გავიდა მარსინელის ტრაგედიის შემდეგ. 1956 წლის 8 აგვისტოს ბუა-დე-კაზიერის მაღაროში (ბელგია) მომხდარი ავარიის დროს დაიღუპა სხვადასხვა ეროვნების 262 მაღაროელი, მათ შორის 136 იტალიელი. “სამუშაო ადგილზე დაღუპულ იტალიელთა ხსოვნის დღესთან” დაკავშირებით, რომელიც სამშობლოსა თუ უცხოეთში სამუშაო ადგილას ტრაგიკულად დაღუპული თანამემამულეების მოსაგონრად დაწესდა, მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ […]

Წაიკითხე მეტი
1 აგვისტო 2025
იტალიური მონაწილეობა მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების ფესტივალზე

29 ივლისიდან 3 აგვისტომდე კავკასიონის სამხრეთ ქედის კალთებზე მდებარე, ულამაზესი ბუნებით, მდიდარი ისტორიითა და უნიკალური კულტურით გამორჩეული საქართველოს რეგიონი, სვანეთი, მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების რიგით მეხუთე ფესტივალს მასპინძლობს, რომელიც საქართველოში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით იმართება. მთის თემატიკაზე მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან წარმოდგენილი მოკლე და სრულმეტრაჟიანი ფილმების გარდა, ფესტივალს იტალიიდან განსაკუთრებული სტუმრები ეწვივნენ, მათ შორის, მე-19 საუკუნის […]

Წაიკითხე მეტი
29 ივლისი 2025
სტიპენდიები მილანის ლა სკალას თეატრის აკადემიაში სასწავლებლად

იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტრო, ლა სკალას თეატრის აკადემიასთან მრავალწლიანი თანამშრომლობის საფუძველზე, გასცემს საერთაშორისო სტუდენტებისთვის განკუთვნილ 7 სტიპენდიას საშემსრულებლო ხელოვნების მენეჯმენტის სამაგისტრო კურსზე სწავლისთვის. სტიპენდია, რომლის ხანგრძლივობა 6 თვეს, ხოლო ოდენობა თვიურად 1000 ევროს შეადგენს, გაიცემა 2026 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 30 ივნისამდე პერიოდისთვის. კანდიდატურის წარდგენის ვადაა 2025 წლის 1 ოქტომბერი. დაინტერესებულმა […]

Წაიკითხე მეტი
18 ივლისი 2025
საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორს, პროფ. დავით ლორთქიფანიძეს გადაეცა ორდენი იტალიის რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისთვის

გუშინ, 17 ივლისს, იტალიის რეზიდენციაში, კულტურის, მეცნიერებისა და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლების თანდასწრებით, იტალიის ელჩმა მასიმილიანო დ’ანტუონომ საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორს, პროფ. დავით ლორთქიფანიძეს გადასცა ორდენი იტალიის რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისთვის. იტალიის რესპუბლიკის უმაღლესი ჯილდო პროფ. დავით ლორთქიფანიძეს საქართველოში იტალიის საელჩოს წარდგინებით, იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ მიანიჭა, იტალიის ფასდაუდებელი კულტურული მემკვიდრეობის საქართველოში გავრცელებისა და პოპულარიზაციის საქმეში […]

Წაიკითხე მეტი
16 ივლისი 2025
ლუკა ჯორდანო და მისი ბენდი ბლუზის საერთაშორისო ფესტივალზე

დიდი წარმატება ხვდა წილად ლუკა ჯორდანოსა და მისი ბენდის კონცერტს, რომელიც საქართველოში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით ორგანიზებული ბლუზის მე-9 საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში გაიმართა. 12 ივლისს ლაგოდეხის ნაკრძალში მდებარე ბლუზ ვილიჯის სივრცემ გამორჩეულ იტალიელ სტუმარს უმასპინძლა: სხვადასხვა ქვეყნის კლუბებში, ფესტივალებსა და პრესტიჟულ სცენებზე სახელგანთქმულ  მუსიკოსებთან ერთად თუ სოლისტად გამოსვლის შემდეგ, იტალიელი გიტარისტი, მომღერალი და კომპოზიტორი, ევროპული ბლუზის […]

Წაიკითხე მეტი
8 ივლისი 2025
სწავლის შესაძლებლობა: ICoN-ის მიერ გამოყოფილი სასწავლო სტიპენდიები

კონსორციუმი ICoN აცხადებს კონკურსს 20 სტიპენდიის მისაღებად, რომლებიც იტალიური ენისა და კულტურის ონლაინ საბაკალავრო პროგრამაზე სასწავლებლად გაიცემა. სტიპენდიები, რომლებიც ითვალისწინებს იტალიური ენისა და კულტურის ონლაინ საბაკალავრო პროგრამის 1 სემესტრის (2025 წლის სექტემბერი – 2025 წლის თებერვალი) სწავლის საფასურის ნაწილობრივ დაფარვას, განკუთვნილია უცხოელი სტუდენტებისათვის და უცხოეთში მცხოვრები იტალიის მოქალაქეებისათვის, რომლებიც აკმაყოფილებენ იტალიის უნივერსიტეტებში სწავლისთვის აუცილებელ მოთხოვნებს. […]

Წაიკითხე მეტი
1 ივლისი 2025
იტალიური ინოვაციებისა და კვლევების დღე 2025

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ტექნოპარკში აღინიშნა იტალიური ინოვაციებისა და კვლევების დღე, რომელიც იტალიასა და საქართველოს შორის სამეცნიერო და ტექნოლოგიურ დარგებში თანამშრომლობის გაღრმავებას მიეძღვნა. საქართველოში იტალიის საელჩოსა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მიერ ორგანიზებული ღონისძიება, რომლის მიზანია ორ ქვეყანას შორის ტექნოლოგიების დარგში არსებული მჭიდრო ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება, იტალიის ელჩმა მასიმილიანო დ’ანტუონომ […]

Წაიკითხე მეტი
23 ივნისი 2025
იტალიური კინოს მერვე მსოფლიო კვირეული

იტალიური კინოს მერვე მსოფლიო კვირეულის ფარგლებში, რომელიც იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანაშრომლობის სამინისტროსა და იტალიის კულტურის სამინისტროს ინიციატივით იმართება და ეძღვნება ყველა იმ პროფესიის წარმომადგენლებს (მსახიობებს, რეჟისორებს, სცენარისტებს, ოპერატორებს, კომპოზიტორებს, მემონტაჟეებს და სხვ.), რომელთა გარეშეც რთული და კომპლექსური კინოსამყაროს არსებობა შეუძლებელია, იტალიის საელჩო საქართველოში, საერთაშორისო ახალგაზრდულ კინოფესტივალ „თაობასთან“ და საქართველოს ეროვნულ კინოცენტრთან თანამშრომლობით, გთავაზობთ […]

Წაიკითხე მეტი
18 ივნისი 2025
მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავები ქართულ სცენაზე

გრძელდება საქართველოში იტალიის საელჩოსა და თბილისის საერთაშორისო ბალეტის ფესტივალის თანამშრომლობა. რიგით მეექვსე ფესტივალის ფარგლებში, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სცენაზე წარმოდგენილი იქნება ორი სპექტაკლი ბალეტის იტალიელი ვარსკვლავების მონაწილეობით: ფესტივალი გაიხსნება 24 ივნისს პეტრე ჩაიკოვსკის „გედების ტბით“, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს შესანიშნავი საშემსრულებლო ტექნიკით განთქმული იტალიელი ბალერონი, ჰამბურგის ბალეტისა და ვენის სახელმწიფო ბალეტის სოლისტი ალესანდრო ფროლა. […]

Წაიკითხე მეტი