ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

გრძელდება თანამშრომლობა იტალიის უმსხვილეს ფინანსურ ინსტიტუცია Cassa Depositi e Prestiti-ს (CDP) და თიბისი ბანკს შორის

1

ფართოვდება იტალიის უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტის (CDP) საერთაშორისო განვითარებისაკენ მიმართული საქმიანობა: CDP-ს  და თიბისი ლიზინგს შორის 2024 წელს შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, CDP აგრძელებს საქართველოს მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებისა და ზრდის ხელშეწყობას.

გუშინ თბილისში გაიმართა CDP-ს, მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია IFC-ისა და საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს, ინოვაციური და და თანამედროვე ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების კუთხით წამყვან ბანკ თიბისის შორის. თიბისისთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსი 90 მლნ დოლარს შეადგენს, (აქედან CDP-ის მიერ გამოყოფილი რესურსი 40 მლნ დოლარია).

ხელმოწერის ცერემონიას მრავალრიცხოვანი სტუმრები და მომხსენებლები, მათ შორის, თიბისის, CDP-სა და IFC-ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სტუმრებს სიტყვით მიმართეს თიბისი ჯგუფის დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ, IFC-ის ფინანსური ინსტიტუტების ჯგუფის რეგიონულმა მენეჯერმა ევროპაში ანდრეს ფელიპე გომესმა, CDP-ს სუვერენული, ფინანსური ინსტიტუტების და კორპორატიული დაფინანსების ხელმძღვანელმა კრისტინა მორელიმ და საქართველოში იტალიის ელჩმა მასიმილიანო დ’ანტუონომ.

იტალიის ელჩმა დ’ანტუონომ თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა ფინანსური რესურსის მოზიდვის მნიშვნელობას, რომელიც უმთავრესად მოხმარდება საქართველოს მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებასა და ენერგოეფექტურობის ხელშემწყობი პროექტების განხორციელებას და აღნიშნა: “ამ სასესხო ხელშეკრულების ხელმოწერა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, თუ როგორ ძლიერდება იტალიასა და საქართველოს შორის, კერძოდ კი, ჩვენი ქვეყნების ფინანსურ სექტორებს შორის არსებული კავშირები. ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა მდგრადი და ინკლუზიური მომავლისთვის აუცილებელი ეკონომიკური ზრდის, ბიზნესსექტორის განვითარების, განახლებადი ენერგიების პროექტების განხორციელებისა და საუკეთესო გამოცდილების გაზიარებისთვის“.

#DiplomaziaEconomica