ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

სიახლეები

შეიყვანეთ თქვენი საძიებო პარამეტრები
Reset
24 სექტემბერი 2025
იტალიური კინო ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის ფოკუსში

ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების მეხუთე ფესტივალი, რომელიც წელს საქართველოში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით ტარდება, იტალიურ ფოკუსს უმასპინძლებს. იტალიური კინოს მოყვარულებს იტალიური ფოკუსის ფარგლებში არაერთი კინოჩვენება, შეხვედრა და საინტერესო ლექცია ელით. 28 სექტემბერს გაიმართება: დიდი იტალიელი პოეტის, მწერლის, რეჟისორის, მსახიობისა და სცენარისტის, პიერ პაოლო პაზოლინის გარდაცვალების 50 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება – პაზოლინის ფილმის „რიკოტა“ ჩვენება და საჯარო […]

Წაიკითხე მეტი
22 სექტემბერი 2025
გრძელდება იტალიური სპორტის დღის აღნიშვნა საქართველოში

“სპორტი ჩვენი ეროვნული იდენტობის განუყოფელი ნაწილია, ის სიამაყის საგანია იტალიისთვის – ქვეყნისთვის, რომელიც მომავალ წელს უმასპინძლებს ორ უმნიშვნელოვანეს სპორტულ ღონისძიებას: ზამთრის ოლიმპიურ და პარალიმპიურ თამაშებს, რომლებიც მილანსა და კორტინაში გაიმართება, და ხმელთაშუა ზღვის თამაშებს, რომლებიც ტარანტოში ჩატარდება. სპორტი შესანიშნავი საშუალებაა ხალხებს შორის კავშირების ხელშეწყობისა და სხვადასხვა კულტურებს შორის ხიდის აგებისთვის“, – ამ სიტყვებით გახსნა საქართველოში […]

Წაიკითხე მეტი
19 სექტემბერი 2025
კონკურსი ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე

იტალიის საელჩო თბილისში (საქართველო) აცხადებს კონკურსს ადმინისტრაციული ასისტენტის 1 (ერთ) პოზიციაზე (ხელშეკრულების ტიპი: უვადო). კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადის წარდგენის ვადაა 2025 წლის 20 ოქტომბრის 23:59სთ (საქართველოს დროით). განაცხადი წარდგენილი უნდა იყოს კონკურსის პირობებში მითითებული წესების დაცვით. კონკურსის პირობებში მოცემულია, ასევე, კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელი მოთხოვნები, პირობები და საკონკურსო განაცხადის შესავსები ფორმა. კონკურსში მონაწილეობის მსურველებს ვთხოვთ, ყურადღებით გაეცნონ კონკურსის პირობებს, რომელთა ნახვა შესაძლებელია აქ. […]

Წაიკითხე მეტი
10 სექტემბერი 2025
ცნობილი იტალიელი მწერალი პაოლო ჯორდანო თბილისის მე-10 საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალზე

კიდევ ერთი იტალიური მონაწილეობა საქართველოს დედაქალაქის კულტურულ ცხოვრებაში: 19 სექტემბერს იწყება თბილისის მეათე, საიუბილეო საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი, რომელიც საქართველოს პენცენტრის ორგანიზებით და იტალიის საელჩოს მხარდაჭერით ტარდება და წელს მასპინძლობს 19 ავტორს 15 ქვეყნიდან. იტალიური ლიტერატურის მოყვარულებს არაჩვეულებრივი საჩუქარი ელით: შეხვედრა იტალიის ყველაზე პრესტიჟული ლიტერატურული პრემია Premio Strega-ს ისტორიაში ამ ჯილდოს ყველაზე ახალგაზრდა ლაურეატთან, პაოლო ჯორდანოსთან. […]

Წაიკითხე მეტი
8 სექტემბერი 2025
იტალიური სპორტის მსოფლიო დღე საქართველოში ბრუნდება

შარშანდელი წარმატების შემდეგ, იტალიური სპორტის მსოფლიო დღე (იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს ინიციატივა, რომლის მიზანი, სპორტისა და სპორტსმენების მეშვეობით, იტალიური სპორტული ინდუსტრიებისა და მათთან დაკავშირებული სფეროების პოპულარიზაციაა) თბილისში იტალიის საელჩოს მიერ ორგანიზებული ღონისძიებებით ბრუნდება. პირველი ღონისძიების მიზანია სპორტში ჩართული ახალგაზრდული კომპონენტის მნიშვნელობისა და სპორტის აღმზრდელობითი ფუნქციის წარმოჩენა AC Milan-ის უნიკალური გამოცდილების მეშვეობით: დღეს […]

Წაიკითხე მეტი
5 სექტემბერი 2025
შეტყობინება იტალიური სამზარეულოს მეათე მსოფლიო კვირეულთან დაკავშირებით (2025 წლის 17-23 ნოემბერი)

იტალიის საელჩო საქართველოში გეგმავს, მოიძიოს საჯარო თუ კერძო კომპანიები, რომლებსაც სურთ ითანამშრომლონ საელჩოსთან იმ ღონისძიებების ორგანიზებაში, რომლებიც იტალიური სამზარეულოს მეათე მსოფლიო კვირეულის (2025 წლის 17-23 ნოემბერი) ფარგლებში გაიმართება. კვირეულის მიზანია, ხელი შეუწყოს იტალიური სამზარეულოსა და გამორჩეული იტალიური აგრო-სასურსათო პროდუქციის პოპულარიზაციას. ინტერესის გამოხატვის პროცედურა ძალიან მარტივია: საკმარისია გაეცნოთ შეტყობინებებს თანამშრომლობაზე ან დაფინანსებაზე, გამოხატოთ თქვენი ინტერესი და შეავსოთ შესაბამისი […]

Წაიკითხე მეტი
2 სექტემბერი 2025
ორი დაუვიწყარი მუსიკალური საღამო იტალიელი დირიჟორი ჯანანდრეა ნოზედას მონაწილეობით

4-14 სექტემბერს გაიმართება პრესტიჟული წინანდლის ფესტივალი, რომელიც ყოველწლიურად ტარდება ცნობილი ქართველი მწერლის, თავად ალექსანდრე ჭავჭავაძის ისტორიულ მამულში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ ბრწყინვალე მუსიკოსებს მასპინძლობს. წინანდლის მეშვიდე ფესტივალი, რომელიც თბილისში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით იმართება, კლასიკური მუსიკის მოყვარულებს ორ დაუვიწყარ კონცერტს შესთავაზებს საქართველოში კარგად ცნობილი იტალიელი დირიჟორის, ვაშინგტონის ეროვნული სიმფონიური ორკესტრისა და ციურიხის საოპერო თეატრის მუსიკალური […]

Წაიკითხე მეტი
22 აგვისტო 2025
WineCast, ფესტივალი, რომელიც ღვინოსა და კინემატოგრაფს აერთიანებს

კიდევ ერთი იტალიური მონაწილეობა საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში და ახალი თანამშრომლობის დასაწყისი იტალიის საელჩოსა და საერთაშორისო ფესტივალ WineCast-ს შორის: ფესტივალზე, რომელიც ღვინის სამყაროს კინოჩვენებების, შეხვედრების, ვორქშოპებისა და დეგუსტაციების მეშვეობით გაგვაცნობს, ნაჩვენები იქნება ჯაკომო არიგონის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმი „ცნობილი ადამიანების მეღვინეობები“. ფილმი, რომელსაც ფესტივალზე ცნობილი იტალიელი მსახიობი და პროდიუსერი ესმერალდა სპადეა წარადგენს, მოგვითხრობს მის მოგზაურობაზე ღვინოს […]

Წაიკითხე მეტი
20 აგვისტო 2025
OpportunItaly, ექსპორტის აქსელერაციის პროგრამა

OpportunItaly იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროსა და იტალიის ვაჭრობის ხელშეწყობის სააგენტოს (ICE-ITA) ახალი სტრატეგიული პროგრამაა, რომელიც მიზნად ისახავს ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებას იტალიასა და იტალიური ექსპორტისთვის საინტერესო პოტენციურ ბაზრებს შორის. მაღალტექნოლოგიური ონლაინ პლატფორმა ორ ნაწილისგან შედგება (ერთი ნაწილი იტალიურ მცირე და საშუალო საწარმოებს ეხება, მეორე კი – უცხოურ კომპანიებს, შემსყიდველებს, დისტრიბუტორებსა და  იმპორტიორებს) და […]

Წაიკითხე მეტი
19 აგვისტო 2025
შეტყობინება იმ დაფინანსებათა გაცემის შესახებ, რომლებიც უკავშირდება იტალიის მონაწილეობას საერთაშორისო ასპარეზზე სამშვიდობო, ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ ინიციატივებში

გაცნობებთ, რომ შეტყობინებები იმ დაფინანსებათა გაცემის შესახებ, რომლებიც უკავშირდება იტალიის მონაწილეობას საერთაშორისო ასპარეზზე სამშვიდობო, ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ ინიციატივებში, ხელმისაწვდომია იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს ვებგვერდზე: https://www.esteri.it/it/sala_stampa/archivionotizie/comunicati/2025/07/avviso-di-pubblicita-per-contributi-a-soggetti-privati-per-finalita-di-mantenimento-della-pace-e-della-sicurezza-internazionale-e-di-attuazione-di-iniziative-umanitarie-e-di-tutela-dei-diritti-umani-3/ გაცნობებთ, რომ ევროკავშირის არაწევრ ქვეყანაში სათაო ოფისის მქონე სუბიექტის შემთხვევაში, მოთხოვნა წარდგენა ხდება მხოლოდ და მხოლოდ იმ ტერიტორიისთვის კომპეტენტური იტალიის დიპლომატიური წარმომადგენლობის მეშვეობით (საქართველოს […]

Წაიკითხე მეტი