ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

FareCinema, ფილმის “ჩემი მარჩელო” ჩვენება

4

გუშინ თბილისში კიდევ ერთი ღონისძიება გაიმართა იტალიური კინოს მსოფლიო კვირეულის ფარგლებში, რომელიც იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანაშრომლობის სამინისტროსა და იტალიის კულტურის სამინისტროს ინიციატივით, წელს უკვე მეცხრედ ტარდება და მიზნად იტალიური კინემატოგრაფისა და კინოინდუსტრიის პოპულარიზაციას ისახავს. საქართველოში იტალიის საელჩოს მიერ ჩაფიქრებული და განხორციელებული გამოფენის გახსნის შემდეგ, რომელიც იტალიური კინოს ლეგენდას, მარჩელო მასტროიანის მიეძღვნა, ჩვენმა საელჩომ, საქართველოში საფრანგეთის საელჩოსა და საფრანგეთის კულტურის ინსტიტუტთან თანამშრომლობით, ქართველ კინომოყვარულებს ფილმის „ჩემი მარჩელო“ ჩვენება შესთავაზა.

საღამო იტალიის ელჩმა მასიმილიანო დ’ანტუონომ და საფრანგეთის ელჩმა ოლივიერ კურტომ გახსნეს და მაყურებელს იტალიურ-ფრანგული კინოსურათი წარუდგინეს, რომელიც იტალიური კინოს სახეს, უნიკალური სამსახიობო ნიჭისა და მიმზიდველობის სიმბოლოდ ქცეულ მსახიობს, მარჩელო მასტროიანის ეძღვნება. ფილმი კრისტოფ ონორეს მიერ არის გადაღებული და მასში მთავარ როლებს ბრწყინვალე მსახიობები (მათ შორის, კიარა მასტროიანი, კატრინ დენევი, სტეფანია სანდრელი და სხვები) ასრულებენ.

#DiplomaziaCulturale #FareCinema