თბილისი პიანო ფესტი, რომელიც იტალიის საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა, გუშინ საქართველოს დედაქალაქის ისტორიულ უბანში, ორბელიანის მოედანზე გამართული შესანიშნავი კონცერტით დასრულდა, რომელშიც ორი ბრწყინვალე მუსიკოსი მონაწილეობდა.
კონცერტზე მოცარტისა და გრიგის მუსიკა შეასრულა სოლისტმა, თბილისი პიანო ფესტის დამფუძნებელმა, არაერთი საერთაშორისო კონკურსის (მათ შორის, ფერუჩო ბუზონის საერთაშორისო კონკურსის) გამარჯვებულმა, მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული საკონცერტო დარბაზების ხშირი სტუმარმა, ნიჭიერმა ქართველმა პიანისტმა დუდანა მაზმანიშვილმა. საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს დირიჟორობდა მაესტრო კარლო პონტი, სახელგანთქმული დირიჟორი და ორკესტრ „ლოს-ანჟელესის ვირტუოზების“ დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი.
#DiplomaziaCulturale