იტალიის საელჩო საქართველოში გეგმავს, მოიძიოს საჯარო თუ კერძო კომპანიები, რომლებსაც სურთ ითანამშრომლონ საელჩოსთან იმ ღონისძიებების ორგანიზებაში, რომლებიც იტალიური სამზარეულოს მეთერთმეტე მსოფლიო კვირეულის (2026 წლის 3-10 ოქტომბერი) ფარგლებში გაიმართება. კვირეულის მიზანია, ხელი შეუწყოს იტალიური სამზარეულოსა და გამორჩეული იტალიური აგრო-სასურსათო პროდუქციის პოპულარიზაციას.
ინტერესის გამოხატვის პროცედურა ძალიან მარტივია: საკმარისია გაეცნოთ შეტყობინებებს თანამშრომლობაზე ან დაფინანსებაზე, გამოხატოთ თქვენი ინტერესი და შეავსოთ შესაბამისი მოდულები (წინადადება თანამშრომლობაზე ან წინადადება დაფინანსებაზე).
შეტყობინების თანახმად, წინადადება თანამშრომლობაზე და წინადადება დაფინანსებაზე უნდა გააგზავნოთ არაუგვიანეს 2026 წლის 30 სექტემბრის 23:59 საათამდე (საქართველოს დროით) ელ. ფოსტის მისამართზე: primosegr.tbilisi@esteri.it.
ამავე მისამართზე შეგიძლიათ გააგზავნოთ მოთხოვნა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად.