ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

კარლო გოლდონის “სასტუმროს დიასახლისი” მილანის თეატრალური დასი “Proxima Res”-ის შესრულებით თბილისის თეატრალურ სცენაზე

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის “საჩუქარი” ფარგლებში საქართველოს დედაქალაქი ყოველწლიურად მასპინძლობს თეატრალურ დასებსა და ხელოვანებს საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

წლევანდელი, 25-ე საიუბილეო ფესტივალი, საქართველოში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით წარმოგიდგენთ თეატრის რეფორმატორად და იტალიური კომედიის ფუძემდებლად აღიარებული იტალიელი დრამატურგისა და მწერლის, კარლო გოლდონის ცნობილ კომედიას “სასტუმროს დიასახლისს”. ეს კომედია შორეულ 1752 წელს დაიწერა, მაგრამ დღესაც უაღრესად პოპულარიულია ავტორის შეუდარებელი სტილის დამსახურებით, რომელიც პერსონაჟების მეშვეობით შესანიშნავად გადმოსცემს ადამიანის ბუნების მრავალსახოვნებას.

მაყურებელს მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის სცენაზე ელის მილანის თეატრალური დასი “Proxima Res”-ის სპექტაკლი (რეჟისორი: ანდრეა კიოდი, მუსიკის ავტორი: დანიელე დ’ანჯელო), რომელშიც ბრწყინვალე მსახიობები – კატერინა კარპიო, ტინდარო გრანატა, მარიანჯელა გრანელი, ემილიანო მასალა, ფრანჩესკა პორინი – მონაწილეობენ.

წარმოდგენა (იტალიურ ენაზე ქართული სუბტიტრებით) გაიმართება 15 ოქტომბერს, 20:00სთ-ზე. ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ ან მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის სალაროში.

la locandiera 1