ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

სიახლეები

შეიყვანეთ თქვენი საძიებო პარამეტრები
Reset
30 სექტემბერი 2021
ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის (SNMCMG2), მათ შორის, იტალიის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდი “Viareggio”-ს ვიზიტი ქ. ბათუმის პორტში

ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის (SNMCMG2) ხომალდები, რომლებიც შავ ზღვაში 2021 წლის 24 სექტემბრიდან იმყოფებიან, საქართველოს ქალაქ ბათუმის ნავსადგურში შემოვიდნენ. შენაერთის შემადგენლობაში ხუთი ხომალდია: იტალიის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდი “Viareggio”, ესპანური სამხედრო ფლაგმანი “ESPS Rayo”, თურქული “TCG Edincik” და ორი ხომალდი (რუმინული “ROS Lt. Lupu Dinescu” და ბულგარული “BGS Shkval”), რომლებიც ხომალდების ჯგუფს შავ ზღვაში შემოსვლის […]

Წაიკითხე მეტი
29 სექტემბერი 2021
Let’s Recycle in Tbilisi!

სხვა ქვეყნების მსგავსად, საქართველოს ბუნებრივ და ლანდშაფტურ სიმდიდრესაც პლასტმასით დაბინძურების საფრთხე ემუქრება. ეს გლობალური პრობლემაა და იტალია მასთან ბრძოლაში ძალისხმევას არ იშურებს. ამიტომაც იტალიის საელჩო თბილისში პლასტმასის (პოლიეთილენის ტერეფალატის) ბოთლების შეგროვება-გადამუშავებასთან დაკავშირებულ ინიციატივას შეუერთდა. საელჩოს თანამშრომლები ნებაყოფლობით აგროვებენ სახლსა თუ საელჩოში გამოყენებულ პლასტმასის ბოთლებს და საელჩოს შენობასთან დადგმულ სპეციალურ კონტეინერში ათავსებენ. ეს ხორციელდება “Polyvim LLC“-ის […]

Წაიკითხე მეტი
28 სექტემბერი 2021
კლაუდიო ნოჩეს ფილმი კინოფესტივალზე “თაობა”

თბილისის სახელმწიფო ცერემონიების სასახლე მე-4 საერთაშორისო ახალგაზრდულ კინოფესტივალს „თაობა” მასპინძლობს, რომელიც საქართველოში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით ტარდება. ფესტივალის ფარგლებში, მასტერკლასებისა და სემინარების გარდა, 23 მოკლემეტრაჟიანი და სრულმეტრაჟიანი საკონკურსო ფილმის ჩვენებაც იმართება, რომელშიც იტალიელი რეჟისორისა და სცენარისტის, კლაუდიო ნოჩეს ახალი კინოსურათი მონაწილეობს. “Padrenostro” რეჟისორის მესამე სრულმეტრაჟიანი ფილმია და ავტობიოგრაფიულ ფაქტს ეფუძნება. ეს 10 წლის ბავშვის თვალით დანახული […]

Წაიკითხე მეტი
27 სექტემბერი 2021
კონცერტი, რომელიც იტალია-საქართველოს მეგობრობას მიეძღვნა

დაიწყო მე-13 საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი “ღამის სერენადები”, რომელიც წლების წინ სახელგანთქმული ქართველი მევიოლინეს, ლიანას ისაკაძის მიერ დაარსდა და ყოველწლიურად ბათუმში უამრავ შესანიშნავ მუსიკოს-შემსრულებელს მასპინძლობს. ეს ფესტივალი ნამდვილი საჩუქარია მუსიკის მოყვარულებისთვის: გახსნით კონცერტში, რომელიც იტალია-საქართველოს მეგობრობასა და ყველაზე ცნობილი იტალიური კინომუსიკის შექმნელის, ნინო როტას დაბადების 110 წლისთავს ეძღვნებოდა, მონაწილეობა მიიღო ცნობილმა ქართველმა პიანისტმა, კომპოზიტორმა და დირიჟორმა […]

Წაიკითხე მეტი
20 სექტემბერი 2021
არქეოლოგიური მისია დმანისში

გრძელდება დმანისის არქეოლოგიური ძეგლის შესწავლა იმ არქეოლოგიური მისიების ფარგლებში, რომლებიც საქართველოში იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს თანადაფინანსებით ხორციელდება. მულტიდისციპლინური საერთაშორისო ჯგუფის მუშაობა საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოორდინირებით მიმდინარეობს და მასში ჩართულია ფლორენციის უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა დეპარტამენტი. დმანისში აღმოჩენილი ჰომინიდის ნაშთები 1.8 მილიონი წლით თარიღდება და აფრიკის კონტინენტის გარეთ უძველესია. იტალიელ მეცნიერთა ჯგუფი იკვლევს […]

Წაიკითხე მეტი
17 სექტემბერი 2021
იტალიიდან საქართველოში და საქართველოდან იტალიაში შესვლასთან დაკავშირებული წესების დეტალური მიმოხილვა

იტალიის საელჩო თბილისში შეგახსენებთ, რომ ევროპასა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტრო სთხოვს ყველა თანამოქალაქეს, სიფრთხილით მოეკიდოს უცხოეთში მოგზაურობის დაგეგმვას. შეგახსენებთ, რომ უცხოეთში გამგზავრებასა და უცხოეთიდან იტალიის ტერიტორიაზე შესვლასთან დაკავშირებული ზოგადი წესები განსაზღვრულია მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის 2021 წლის 2 მარტის დეკრეტით (https://www.governo.it/it/articolo/covid-19-il-presidente-draghi-firma-il-nuovo-dpcm/16343), იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს 2021 […]

Წაიკითხე მეტი
15 სექტემბერი 2021
არქეოლოგიური მისია ჯავახეთის ზეგანზე

გრძელდება არქეოლოგიური მისია ჯავახეთის ზეგანზე ვენეციის კა’ ფოსკარის უნივერსიტეტის (დოქტ. ფერანდი) ხელმძღვანელობით,  რომელიც  ხორციელდება ი. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან (პროფ. ლიჩელი) და სამეცნიერო კვლევების ეროვნული საბჭოს ორლეანის ლაბორატორიასთან (პროფ. გრატუზი) ერთად, იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროსა და ხმელთაშუაზღვისპირეთისა და აღმოსავლეთის კვლევათა საერთაშორისო ასოციაციის (ISMEO) დაფინანსებით. 2021 წლის ზაფხულში არქეოლოგებმა მაღლობზე მიაკვლიეს ნამოსახლარებს, რომელთა არსებობა ჭიქიანის მთის […]

Წაიკითხე მეტი
13 სექტემბერი 2021
ლაგოდეხის ქართულ-იტალიური არქეოლოგიური პროექტი

COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ, ვენეციის კა’ ფოსკარის უნივერსიტეტის არქეოლოგების ჯგუფი საქართველოში დაბრუნდა და, ლაგოდეხის მუზეუმთან ერთობლივად, მუშაობა განაახლა „ლაგოდეხის ქართულ-იტალიურ არქეოლოგიურ პროექტზე“. ეს არქეოლოგიური მისია ხორციელდება იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროსა და კა’ ფოსკარის უნივერსიტეტის დაფინანსებითა და ხელშეწყობით. საველე სამუშაოები 29 აგვისტოს დაიწყო და 25 ოქტომბრამდე გასტანს. გაგრძელდება ქალკოლითის დროინდელი […]

Წაიკითხე მეტი
13 აგვისტო 2021
გენუის ახალგაზრდა მუსიკოსთა საერთაშორისო ფესტივალი

შავი ზღვის სახელგანთქმული ტურისტული ქალაქი ბათუმი გენუის ახალგაზრდა მუსიკოსთა საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს, რომელიც იტალიური კულტურული ასოციაცია AICU-ს ინიციატივით დაფუძნდა და მისი მიზანია, კლასიკური მუსიკის მეშვეობით, სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდების გაერთიანება და მყარი კულტურული კავშირების შექმნა. ბათუმის მუსიკალური ცენტრის ორგანიზებითა და საქართველოში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით გამართულ კონცერტში სამი ნიჭიერი იტალიელი მუსიკოსი მონაწილეობს: სხვადასხვა ეროვნული თუ საერთაშორისო კონკურსის […]

Წაიკითხე მეტი
23 ივლისი 2021
ფესტივალი “Estate all’Italiana”: 26 კონცერტი და წარმოდგენა, რომელთა ნახვა ონლაინ შეგიძლიათ

ფესტივალი “Estate all’Italiana” იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს უმნიშვნელოვანესი იტალიური ფესტივალებისა და კულტურული ღონისძიებების პოპულარიზაციას. ინიციატივა ხორციელდება ასოციაცია ItaliaFestival-თან თანამშრომლობით, რომელიც აერთიანებს იტალიის ყველაზე პრესტიჟულ მუსიკალურ, თეატრალურ, ცეკვისა და პერფორმანსის ფესტივალებს. “Estate all’Italiana” წელს უკვე მეორედ ტარდება და მუსიკისა თუ თეატრის მოყვარულებს სთავაზობს სამი თვის განმავლობაში უფასო წვდომას იტალიური […]

Წაიკითხე მეტი