“Italy. Land of Wonders”: აღმოაჩინეთ იტალია ინოვაციური ვიდეო თამაშის მეშვეობით
“ITALY. Land of Wonders”, ვიდეო თამაში, რომელიც იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს ინიციატივით, უცხოელებისთვის იტალიური კულტურის, ღირშესანიშნაობებისა და სილამაზის გაცნობის მიზნით შეიქმნა. iOS-ისა და Android-ის ოპერაციული სისტემებისთვის განკუთვნილი უფასო თამაში ხელმისაწვდომია 11 ენაზე და შედგება 100 სხვადასხვა სირთულის დონისგან, რომლებიც იტალიის კულტურული მემკვიდრეობის უმთავრეს თემებს (ბუნებას, ხელოვნებას, თეატრს, დიზაინსა და გასტრონომიას) უკავშირდება. ამ […]
Წაიკითხე მეტივულკანის ამოფრქვევის მსხვერპლთა თაბაშირის ფიგურები
პომპეის გათხრების დროს არქეოლოგებმა ახ.წ. 79 წლის ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად ათასზე მეტი დაღუპული ადამიანის ნაშთები აღმოაჩინეს. ეს ის ადამიანი არიან, რომლებმაც ვულკანის ამოფრქვევის პირველი ფაზის დროს ქალაქის დატოვება ვერ მოასწრეს, პემზითა და ლაპილით გავსებული სახლებიდან დაღწევა ვერ მოახერხეს ან ნანგრევების ქვეშ მოყვნენ, შემდეგ კი ვულკანურმა ნამსხვრევებმა მათი სხეულები სამი მეტრის სისქის ფენით დაფარა. ამ ადამიანებისგან […]
Წაიკითხე მეტივეზუვის ტერიტორიის მხატვრობა
ფრესკები ერთ-ერთი ყველაზე ცოცხალი მემკვიდრეობაა, რომელიც ვეზუვის ტერიტორიაზე მდებარე ქალაქებმა შემოგვინახა. თავდაპირველად სახლის კედლების დეკორად ჩაფიქრებული ფრესკები საცხოვრებლის სხვადასხვა სივრცის მნიშვნელობასა და ფუნქციაზე მიუთითებდა. მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში უამრავი ფრესკის აღმოჩენამ მიგვიყვანა მხატვრობის 4 სტილად კლასიფიკაციამდე: ეს გახლავთ 4 უმთავრესი ტიპი, რომლებიც პომპეისა და რომში ძვ.წ. II საუკუნიდან ახ. წ. I საუკუნემდე არსებობდა. ფრესკებზე გამოსახავდნენ […]
Წაიკითხე მეტიპომპეური ბაღი: დასვენება ბუნებაში
პომპეიში საშუალო ფენის სახლების უკან მდებარე სივრცე ხშირად ბაღად და ბოსტნად გამოიყენებოდა. ახ.წ. 62 წლის მიწისძვრის შემდეგ, ამ სივრცეთა უმრავლესობა იმ ქანდაკებებითა და მარმარილოს დეკორით მორთულ ბაღებად იქცა, რომლებიც მანამდე სახლების პერისტილიუმს ამშვენებდა. გამდიდრებული მოქალაქეები ცდილობდნენ, მათ საცხოვრებელში ბუნებაც ყოფილიყო, რომელიც ყოველდღიური მოვალეობებისგან გათავისუფლებასთან, სიმშვიდესა და მოსვენებასთან იყო დაკავშირებული. ამგვარად, საიმპერატორო რომის პერიოდის “ნუვორიშებს” საკუთარი […]
Წაიკითხე მეტიოქრო-ვერცხლი: ფუფუნება და დახვეწილობა
ძვ.წ. I საუკუნიდან მოყოლებული, რომაულ სამყაროში, რომელიც რესპუბლიკის პერიოდისთვის დამახასიათებელი სიმკაცრისა და ხელმომჭირნეობისგან გათავისუფლდა, ფუფუნება ყოველდღიური ცხოვრების ყველა ასპექტზე ვრცელდება (ქალის სამშვენისებად მიჩნეული ოქროს სამკაულებიდან დაწყებული, მაღალი ფენის წარმომადგენელთა სუფრის ვერცხლეულობით დამთავრებული). თუ რომში, იმპერატორის სასახლის კარს თვალში საცემი ფუფუნების სხვადასხვა ფორმა ახასიათებს, პომპეიში აღმოჩენილი უამრავი ძვირფასი სამკაული მიუთითებს ახ.წ. I საუკუნის რომის შეძლებული პროვინციული […]
Წაიკითხე მეტიოჯახური და პირადი სამლოცველოები
ოჯახურ სამლოცველოს, სადაც საგვარეულოს მფარველი ღვთაებების გამოსახულებები და შესაწირი ინახებოდა, ლარარიუმი ერქვა. ეს გახლდათ კედელში ჩაშენებული საკურთხეველი, რომლის წინ ოჯახის უფროსის მიერ ოჯახურ კულტთან დაკავშირებული რიტუალები სრულდებოდა. სახლისა და ოჯახის მფარველ ღვთაებებს, ლარებს, ჩვეულებრივ გამოსახავდნენ, როგორც მოკლე ტუნიკაში გამოწყობილ, მოცეკვავე ან ფეხზე მდგომ ორ ახალგაზრდას, რომლებსაც ხელთ ბარაქის სიმბოლო ეპყრათ. ოჯახის მფარველებად, ლარებთან ერთად, ხშირად […]
Წაიკითხე მეტიავეჯი იულიუს პოლიბიუსის სახლიდან
პომპეის უნიკალურობა იმაში გამოიხატება, რომ მნახველს შესაძლებლობა აქვს, ახ.წ. I საუკუნის ძველი რომის პროვინციული ქალაქის საცხოვრებელ სახლში შევიდეს და სახლის შიდა სივრცე დაათვალიეროს. იულიუს პოლიბიუსის დიდი სახლი, რომელიც სამნიტური პერიოდის საცხოვრისის ერთ-ერთი იშვიათი მაგალითია, რომაული კოლონიის დაარსებამდე, ძვ.წ. III-II საუკუნეებში აშენდა. ფასადზე დატანებული იყო საარჩევნო წარწერები პატრონის ვინაობის მითითებით, რომელიც იმპერატორ ავგუსტუსის ოჯახის (gens Iulia) […]
Წაიკითხე მეტიგამოფენა “სიცოცხლე და სიკვდილი – დიდებული პომპეი”
პომპეიმ, რომელიც საშინელმა სტიქიურმა უბედურებამ ერთბაშად გაანადგურა, მაინც მოახერხა ურბანული და არქიტექტურული სტრუქტურის ხელუხლებლად შენარჩუნება. ეს იშვიათი კი არა, შეიძლება ითქვას, უნიკალური შემთხვევაა: ქალაქი მნახველებს განუმეორებელ ემოციას სთავაზობს – მათ შეუძლიათ დაათვალიერონ ქუჩები, შევიდნენ სახლებში და იგრძნონ, როგორი იყო ცხოვრება ძველ, აწმყოსგან განსხვავებულ დროში. ამ გამოფენის არსი სწორედ ამ მკაფიო ზღვრის წარმოჩინებაა: დღევანდელი პომპეი მხოლოდ […]
Წაიკითხე მეტიგამოფენა “სიცოცხლე და სიკვდილი – დიდებული პომპეი” ვანსა და თბილისში
2021 წლის 17 ივლისიდან დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება იხილოს გამოფენა “სიცოცხლე და სიკვდილი – დიდებული პომპეი”, რომელზეც წარმოდგენილი იქნება არქეოლოგიური მასალა პომპეის არქეოლოგიური პარკიდან გრძელდება იტალიის საელჩოს თანამშრომლობა საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან: ამჯერად საქართველოს პირველად სტუმრობს ექსპოზიცია პომპეიდან, რომელიც ჯერ ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში იქნება წარმოდგენილი, ორი თვის შემდეგ კი თბილისში, სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმში […]
Წაიკითხე მეტიკონკურსი მძღოლი/კურიერი/სატელეფონო ოპერატორის 1 (ერთ) პოზიციაზე
იტალიის საელჩო თბილისში აცხადებს კონკურსს მძღოლი/კურიერი/სატელეფონო ოპერატორის 1 (ერთ) პოზიციაზე (ხელშეკრულების ტიპი: უვადო). კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადის წარდგენის ვადაა 2021 წლის 9 აგვისტოს 23:59სთ (საქართველოს დროით). განაცხადი წარმოდგენილი უნდა იყოს “კონკურსის პირობებში” მითითებული წესის დაცვით. “კონკურსის პირობებში” მოცემულია, ასევე, კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელი მოთხოვნები, პირობები და საკონკურსო განაცხადის შესავსები ფორმა. კონკურსში მონაწილეობის მსურველებს ვთხოვთ, ყურადღებით გაეცნონ […]
Წაიკითხე მეტი