ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

სიახლეები

შეიყვანეთ თქვენი საძიებო პარამეტრები
Reset
24 ივნისი 2021
63 თვის რაოდენობის სასწავლო სტიპენდია 2021-2022 აკადემიური წლისთვის. განაცხადის წარდგენა 2021 წლის 20 ივლისის 16:00სთ-მდე (საქართველოს დროით)

გასული წლების მსგავსად, იტალიის მთავრობა წელსაც სთავაზობს დახმარებას იტალიაში სწავლის მსურველ უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და საზღვარგარეთ მცხოვრებ იტალიის მოქალაქეებს. 2021-2022 აკადემიური წლისთვის საქართველოს მოქალაქეებისათვის გამოყოფილია 63 თვის რაოდენობის სტიპენდია. სტიპენდიის ოდენობა თვიურად 900 ევროს შეადგენს და მისი მიღება შესაძლებელია 2022 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 31 ოქტომბრამდე (სტიპენდიის განახლების შემთხვევაში: 2021 წლის 1 ნოემბრიდან 2022 […]

Წაიკითხე მეტი
21 ივნისი 2021
იტალიური დიზაინის დღეები საქართველოში ბრუნდება

იტალიური არქიტექტურისა და დიზაინის პოპულარიზაციისადმი მიძღვნილი ტრადიციული პროექტის ფარგლებში, იტალიის საელჩო საქართველოში იტალიის ვაჭრობის ხელშეწყობის სააგენტოსთან (ICE) თანამშრომლობით, 21-22 ივნისს გამართავს ღონისძიებას “Advancing on the Italian Design Days in Georgia”. დატვირთული პროგრამა სამ ძირითად მიმართულებას აერთიანებს – რესტავრაცია, ინოვაცია და მდგრადი განვითარება. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში იტალიური დიზაინის საუკეთესო მაგალითების წარმოჩენით საუბარი იქნება სწორედ ამ პრინციპებზე […]

Წაიკითხე მეტი
15 ივნისი 2021
იტალიური კინოს მეოთხე მსოფლიო კვირეული

იწყება იტალიური კინოს მეოთხე მსოფლიო კვირეული, რომლის მიზანია იტალიური კინემატოგრაფის პოპულარიზაცია უცხოეთში. კვირეული ეძღვნება ყველა იმ პროფესიის წარმომადგენლებს (მსახიობებს, რეჟისორებს, სცენარისტებს, ოპერატორებს, კომპოზიტორებს, მემონტაჟეებს და სხვ.), რომელთა გარეშეც რთული და კომპლექსური კინოსამყაროს არსებობა შეუძლებელია. წლევანდელი კვირეული (14-20 ივნისი) იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანაშრომლობის სამინისტროს ინიციატივით, იტალიის კულტურის სამინისტროსთან, კინოწარმოების ეროვნულ ასოციაციასთან (ANICA), საგარეო ვაჭრობის […]

Წაიკითხე მეტი
15 ივნისი 2021
საქართველო. იტალიის მიერ დაფინანსებული და ეუთოს მიერ განხორციელებული სასმელი წყლის ახალი სისტემის ინაუგურაცია სოფ. ციცაგიანთკარში

2021 წლის 14 ივნისს იტალიის ელჩმა, ენრიკო ვალვომ ცხინვალის ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარე სოფ. ციცაგიანთკარში სასმელი წყლის ახალი სისტემის ინაუგურაციაში მიიღო მონაწილეობა. აღნიშნული პროექტი ეუთოს მეშვეობით დააფინანსა იტალიურმა მხარემ 100 ათასი ევროს ოდენობით. ღონისძიებაზე სხვა გამომსვლელებთან ერთად სიტყვით გამოვიდა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი (პროექტის განხორციელებისას ნიშანდობლივია USAID-ის როლი), ასევე ეუთოს გენერალური მდივანი ჰელგა […]

Წაიკითხე მეტი
3 ივნისი 2021
Unisalento4talents, სალენტოს უნივერსიტეტში სწავლის შესაძლებლობა

დაიწყო სალენტოს უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამის კურსებზე სწავლის მსურველთა ჩარიცხვა. საერთაშორისო სტუდენტებისათვის გამოყოფილია 25 სასწავლო სტიპენდია. კონკურსი “Unisalento4talents” მიმართულია იმ საერთაშორისო სტუდენტებისადმი, რომლებსაც სურთ სწავლის გაგრძელება 2021/2022 აკადემიურ წელს სალენტოს უნივერსიტეტის შემდეგ ინგლისურენოვან კურსებზე: ხმელეთისა და ზღვის ბიოლოგია და ეკოლოგია; კომუნიკაციების ინჟინერია და ელექტრონული ტექნოლოგიები; კომპიუტერული ინჟინერია; მართვის ინჟინერია; მასალების ინჟინერია და ნანოტექნოლოგიები. განაცხადის წარდგენის ვადაა […]

Წაიკითხე მეტი
1 ივნისი 2021
შესაძლებლობები: ფოტოკონკურსი „იტალიურობა საქართველოში“

არქიტექტურის, დიზაინისა და რესტავრაციის დარგებში იტალიური მიღწევების პოპულარიზაციის მიზნით ორგანიზებული ღონისძიების “Advancing on the Italian Design Days in Georgia” ფარგლებში, იტალიის საელჩო თბილისში, დიზაინის ევროპულ ინსტიტუტთან (IED) თანამშრომლობით, წარმოგიდგენთ ფოტოკონკურსს “იტალიურობა საქართველოში”. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ნებისმიერი ასაკის მქონე საქართველოს მოქალაქეებს. მსურველებმა ელ. ფოსტის მისამართზე primosegr.tbilisi@esteri.it უნდა გააგზავნონ საქართველოს პეიზაჟის, ხელოვნების, კულტურისა თუ დიზაინის ამსახველი […]

Წაიკითხე მეტი
31 მაისი 2021
„ათასი საოცრება“, მოგზაურობა იტალიის აღმოსაჩენად

“ათასი საოცრება”, ჯერონიმო სტილტონისა და მისი ოჯახის ახალი თავგადასავალი, წარმოსახვითი მოგზაურობა იტალიის ოც რეგიონში, ადგილობრივი ტრადიციების, კულტურის, ღირშესანიშნაობებისა და სილამაზის აღმოსაჩენად. პერსონაჟები, რომიდან ვენეციამდე და აპენინებიდან ალპებამდე, სხვადასხვა ადგილებს მოინახულებენ და გასტრონომიულ წეს-ჩვეულებებსა და ხალხური რეწვის ნაწარმსაც გაეცნობიან. “ათასი საოცრება” იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს პროექტია, რომელიც იუნესკოს საქმეთა ეროვნულ კომისიასთან თანამშრომლობით განხორციელდა […]

Წაიკითხე მეტი
20 მაისი 2021
დოქტორანტურა გენუის უნივერსიტეტში

დაიწყო გენუის უნივერსიტეტის XXXVII ციკლის დოქტორანტურის კურსებზე სწავლის მსურველთა ჩარიცხვა. განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 15 ივნისი.საკონკურსო პირობების სანახავად დააჭირეთ აქ.

Წაიკითხე მეტი
12 მაისი 2021
ტუშას უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი სასწავლო სტიპენდიები

იტალიის საელჩო თბილისში მოხარულია გაცნობოთ ტუშას უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის შესაძლებლობის შესახებ: 2021/2022 აკადემიური წლისთვის ტუშას უნივერსიტეტი (ქ. ვიტერბო) საერთაშორისო სტუდენტებს 40 სასწავლო სტიპენდიას სთავაზობს. თითოეული სტიპენდიის ოდენობა წლიურად 4.860 ევროს შეადგენს.განაცხადების გაგზავნა შესაძლებელია 2021 წლის 31 მაისის ჩათვლით.კონკურსის პირობებისა და დამატებითი ინფორმაციის სანახავად დააჭირეთ აქ.კურსების შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად დააჭირეთ აქ.იტალიის საელჩო, იტალიასა და საქართველოს […]

Წაიკითხე მეტი
28 აპრილი 2021
კონკურსი “STEM Study Visit” ნეაპოლის ფედერიკო II-ის სახ. უნივერსიტეტის ტექნოპარკში

ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციების ხელშემწყობი პოლიტიკის ფარგლებში მოქმედი შეთანხმების თანახმად, რომელიც ხელმოწერილია საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა (GITA) და იტალიის ტექნოლოგიური ინოვაციების ასოციაციას (COTEC) შორის, გამოქვეყნდა კონკურსის “STEM Study Visit” პირობები. აღნიშნული კონკურსი შესანიშნავი შესაძლებლობაა კვლევისა და ინოვაციების სფეროებით დაინტერესებული ორი ქართველი ახალგაზრდისთვის, რომელთა ასაკი 45 წელს არ აღემატება და გულისხმობს სამთვიან სასწავლო ვიზიტს იტალიაში, სახელგანთქმულ […]

Წაიკითხე მეტი