ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

იტალიური ჯაზი ფესტივალზე “თბილისი რიტმი”

მუსიკისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი “თბილისი რიტმი” 15 ივნისს საქართველოში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით ორგანიზებული კონცერტით გაიხსნება. ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზის სცენაზე წარსდგება ბრწყინვალე მუსიკოსებისგან შემდგარი ტრიო: ქართველი მსმენელისთვის უკვე კარგად ნაცნობი, სახელგანთქმული სარდინიელი მესაყვირე პაოლო ფრეზუ, სიცილიელი პიანისტი დინო რუბინო, რომელსაც მუსიკალურმა კრიტიკოსებმა “ფორტეპიანოს პოეტს” (“un poeta al piano”) უწოდეს, და უამრავი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი ვირტუოზი კონტრაბასისტი მარკო ბარდოშა. არ გამოტოვოთ სამი სახელგანთქმული მუსიკოსის კონცერტი და ისიამოვნეთ შესანიშნავი იტალიური ჯაზით! ბილეთების შეძენა შესაძლებელია კონსერვატორიის სალაროში ან ონლაინ.

fresu poster