დაუვიწყარი საოპერო წარმოდგენა, რომელიც მე-17 საერთაშორისო სააღდგომო ფესტივალის ფარგლებში, საქართველოში იტალიის საელჩოს ხელშეწყობით გაიმართება: დიდი იტალიელი კომპოზიტორის, პიეტრო მასკანის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ლირიკული ოპერა “სოფლის ღირსება”, რომელსაც თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე შეასრულებენ არაჩვეულებრივი მომღერლები: ჯუზეპე ვერდის საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი, სახელგანთქმული იტალიელი ტენორი ლუჩანო განჩი; მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო სოპრანოდ აღიარებული იანო ალიბეგაშვილი და პრესტიჟული კონკურსის Operalia-ს გამარჯვებული იტალიელი ბარიტონი ვიტორიო ვიტელი.
გელით 4 ივნისს, 19:00სთ-ზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში. ბილეთების შეძენა შესაძლებელია თეატრის სალაროში. არ გამოგრჩეთ!