ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

მონსინიორ ჯუზეპე პაზოტოს იტალიის ვარსკვლავის ორდენი გადაეცა

გუშინ, იტალიის რეზიდენციაში, ელჩმა ენრიკო ვალვომ იტალიის ვარსკვლავის ორდენი გადასცა ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორს, მონსინიორ ჯუზეპე პაზოტოს, იტალიელ ეპისკოპოსსა და ბოვოლონეს საპატიო მოქალაქეს, რომელიც თითქმის ოცდაათი წელია, სამხრეთ კავკასიაში მოღვაწეობს. ცერემონიას უამრავი სტუმარი ესწრებოდა.
ეს ჯილდო მონსინიორ პაზოტოს იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს წარდგინებით, იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ მიანიჭა იმ განსაკუთრებული ღვაწლისათვის, რომელიც მონსინიორ პაზოტოს მიუძღვის საქართველოში მცხოვრები ხალხებისა და სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებს შორის დიალოგის, შემწყნარებლობისა და მშვიდობიანი თანაარსებობის საქმეში.