სახელგანთქმული იტალიელი მუსიკოსები საერთაშორისო სააღდგომო ფესტივალზე
დაუვიწყარი საოპერო წარმოდგენა, რომელიც მე-17 საერთაშორისო სააღდგომო ფესტივალის ფარგლებში, საქართველოში იტალიის საელჩოს ხელშეწყობით გაიმართება: დიდი იტალიელი კომპოზიტორის, პიეტრო მასკანის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ლირიკული ოპერა “სოფლის ღირსება”, რომელსაც თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე შეასრულებენ არაჩვეულებრივი მომღერლები: ჯუზეპე ვერდის საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი, სახელგანთქმული იტალიელი ტენორი ლუჩანო განჩი; მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო სოპრანოდ აღიარებული იანო ალიბეგაშვილი და პრესტიჟული […]
Წაიკითხე მეტიიტალიის ეროვნული დღესასწაული თბილისის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში
2 ივნისს, საქართველოში იტალიის საელჩოსა და იტალიის საგარეო ვაჭრობის ხელშეწყობის სააგენტოს (ITA) ორგანიზებით, ზურაბ წერეთლის სახელობის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (MOMA) იტალიის ეროვნული დღის აღმნიშვნელი საზეიმო წვეულება გაიმართა. მრავალრიცხოვან სტუმრებს “იტალიური ცხოვრების სტილის” (სილამაზის, ტრადიციებისა და ინოვაციების სინთეზის) ნამდვილი ზეიმი დახვდათ – ერთ საღამოში თავმოყრილი უამრავი სიურპრიზი და იტალიური კრეატიულობით გამორჩეული სხვადასხვა ღონისძიება, მათ შორის: გამოფენები: […]
Წაიკითხე მეტიიტალიური დიზაინი საქართველოში ბრუნდება
საქართველოში იტალიის საელჩოსა და იტალიის საგარეო ვაჭრობის ხელშეწყობის სააგენტოს (ITA) ორგანიზებით, 30-31 მაისს თბილისში იტალიური დიზაინისა და არქიტექტურის პოპულარიზაციასთან დაკავშირებული ტრადიციული ყოველწლიური ღონისძიება გაიმართება. ქართულ საზოგადოებას ელის სამეცნიერო, აკადემიური და სამეწარმეო წრეების ფართო ჩართულობით მომზადებული უამრავი საინტერესო ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს იტალიური დიზაინის სილამაზის წარმოჩინებას. საქართველოში იტალიის ელჩი ენრიკო ვალვო და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის […]
Წაიკითხე მეტი2022 წლის იტალიის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი წვეულების დაფინანსება
კომპანიებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საკუთარი იმიჯისა და საქმიანობის წარმოჩენით და სურთ 2022 წელს ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილი წვეულების დაფინანსება, ვაცნობებთ, რომ ამ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განაცხადში მოცემული ფორმალობების დაცვით ინტერესის გამოხატვის ვადა გაგრძელდა 2022 წლის 20 მაისის 20:30სთ-მდე (საქართველოს დროით). გამოაგზავნეთ თქვენი წინადადებები ელ.ფოსტის მისამართზე primosegr.tbilisi@esteri.it. ამავე მისამართზე შეგიძლიათ გააგზავნოთ მოთხოვნა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად.
Წაიკითხე მეტიიტალიური ინოვაციებისა და კვლევების დღე: კონკურსში “STEM Study Visit to Italy” გამარჯვებულთა დაჯილდოვება და ინოვატორთა ინტერაქციული სესია
წარმატებული შარშანდელი ინიციატივის მსგავსად, წელსაც, 2022 წლის 16 მაისს გაიმართება ახალ კონკურსში “STEM Study Visit” გამარჯვებული ახალგაზრდა ქართველი ინოვატორების დაჯილდოება. კონკურსი იმართება იტალიის ტექნოლოგიური ინოვაციების ფონდსა (COTEC) და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) შორის 2018 წელს, ასოციაცია “Materias”-სთან პარტნიორობით გაფორმებული და შემდგომში განახლებული შეთანხმების ფარგლებში, რომლის მიზანს იტალიასა და საქართველოს შორის სამეცნიერო და ტექნოლოგიური […]
Წაიკითხე მეტიგამოფენა “კრისტოფორო კასტელი და საქართველო” რომსა და თბილისს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავის აღსანიშნავად
დღეს, იტალიასა და საქართველოს შორის არსებული შესანიშნავი პოლიტიკური, ეკონომიკური, სამეცნიერო და კულტურული ურთიერთობების ფონზე, აღინიშნება ამ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავი. ეს თარიღი კარგი შესაძლებლობაა, თვალი გადავავლოთ უკანასკნელი სამი ათწლეულის განმავლობაში ერთად განვლილ გზას, იტალიასა და საქართველოს ისტორიული კავშირების ინტენსივობას, მეგობრობისა და ურთიერთთანამშრომლობის ხანგრძლივ ტრადიციას. ამ მნიშვნელოვან საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, იტალიის საელჩო […]
Წაიკითხე მეტი63 თვის რაოდენობის სასწავლო სტიპენდია 2022-2023 აკადემიური წლისთვის
გასული წლების მსგავსად, იტალიის მთავრობა წელსაც სთავაზობს დახმარებას იტალიაში სწავლის მსურველ უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და საზღვარგარეთ მცხოვრებ იტალიის მოქალაქეებს. 2022-2023 აკადემიური წლისთვის საქართველოს მოქალაქეებისათვის გამოყოფილია 63 თვის რაოდენობის სტიპენდია. სტიპენდიის ოდენობა თვიურად 900 ევროს შეადგენს და მისი გამოყენება შესაძლებელია 2022 წლის 1 ნოემბრიდან 2023 წლის 31 ოქტომბრამდე. იტალიის მთავრობა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს სთავაზობს სასწავლო სტიპენდიებს […]
Წაიკითხე მეტი„იტალიის ფრაგმენტები” თბილისში
იტალიის საელჩო საქართველოში აგრძელებს “ქოლგა თბილისი ფოტო” ფესტივალთან ტრადიციულ თანამშრომლობას და ფესტივალის ფარგლებში გთავაზობთ იტალიელი ფოტოგრაფის, სცენარისტის, თეატრისა და კინოს რეჟისორის, ჯონ რენდოლფ პეპერის ნამუშევრების გამოფენას “იტალიის ფრაგმენტები: 1970-2010“, რომელიც 2022 წლის 8 მაისს, 18:30სთ-ზე “ხელოვნების სასახლეში” გაიხსნება. ექსპოზიციაზე (კურატორი რობერტა სემერარო) წარმოდგენილი იქნება ადამიანებისა და მომენტების ამსახველი შავ-თეთრი დოკუმენტური ფოტოკადრები, რომლებსაც პეპერი ორმოცი წლის […]
Წაიკითხე მეტისაქართველოში გაუქმდა დახურულ სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება
იტალიის საელჩო საქართველოში გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, გუშინდელი დღიდან მოიხსნა პირბადის ტარების ვალდებულება, რომელიც უკვე გაუქმებული იყო ნაწილობრივ (გარე სივრცისთვის). პირბადის გამოყენება სავალდებულო რჩება მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში. შეიძლება ჩაითვალოს, რომ Covid-19-ის გავრცელებასთან დაკავშირებული შეზღუდვები თითქმის სრულად გაუქმებულია (რაც შეეხება იტალიასა და საქართველოს შორის მიმოსვლის მოქმედ წესებს, მათი ნახვა შესაძლებელია ბმულზე).
Წაიკითხე მეტიPROCEDURES FOR ENTRY, RESIDENCY AND ENROLMENT AT HIGHER EDUCATION INSTITUTIONS FOR STUDENTS REQUIRING VISAS FOR HIGHER EDUCATION COURSES IN ITALY, FOR THE ACADEMIC YEAR 2023-2024
Those interested in enrolling at Italian Universities and Higher Education Institutions shall take a careful reading of the new procedures published by the Italian Ministry of University and Research, for the academic year 2023-2024, and available in Italian and English at the following link: It should be noted that, in order to start the University […]
Წაიკითხე მეტი