ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

სიახლეები

შეიყვანეთ თქვენი საძიებო პარამეტრები
Reset
7 სექტემბერი 2022
ასტორ პიაცოლასადმი მიძღვნილი კონცერტი შესანიშნავი იტალიელი მუსიკოსების მონაწილეობით

გრძელდება იტალიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლისთავის აღნიშვნა: 17 სექტემბერს მუსიკის მოყვარულებს გელით იტალიის საელჩოს მხარდაჭერით ორგანიზებული კონცერტი, რომელიც სახელგანთქმული ქართველი მევიოლინეს, ლიანას ისაკაძის მიერ დაარსებული საერთაშორისო ფესტივალის „ღამის სერენადები” ფარგლებში გაიმართება. თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზის სცენაზე წარსდგება შესანიშნავი იტალიელი მუსიკოსების ტრიო: ოცზე მეტი ეროვნული თუ საერთაშორისო ჯილდოს […]

Წაიკითხე მეტი
7 სექტემბერი 2022
გრძელდება ვენეციის კა’ ფოსკარის უნივერსიტეტის არქეოლოგიური მისია საქართველოში

სამუშაო ჯგუფი, პროფესორ ელენა როვას ხელმძღვანელობით ანახლებს არქეოლოგიურ საქმიანობას კახეთის რეგიონში, კერძოდ, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში. “ლაგოდეხის ქართულ-იტალიური არქეოლოგიური პროექტი” (GILAP) ხორციელდება ლაგოდეხის მუზეუმთან თანამშრომლობით (დირექტორი დავით ყვავაძე) და დაფინანსებულია იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს მიერ. ამ ეტაპზე არქეოლოგიური სამუშაოები ფოკუსირდება ახალ არქეოლოგიურ ლოკაციაზე სახელწოდებით „ჭიაური 1″. ის წარმოადგენს დაბალ ხელოვნურ ბორცვს და მდებარეობს სულ […]

Წაიკითხე მეტი
19 აგვისტო 2022
“Science, She Says!”, ჯილდო ახალგაზრდა უცხოელი მეცნიერი ქალებისთვის

იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტრომ დააფუძნა პრემია “Science, She Says!”, რომელიც განკუთვნილია სამეცნიერო საქმიანობით გამორჩეული ახალგაზრდა უცხოელი მეცნიერ-მკვლევარი ქალებისთვის (კონკურსში მონაწილე არ უნდა იყოს იტალიის მოქალაქე და მისი მაქსიმალური ასაკი 40 წელია). პრემია (საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს მიერ გაცემული დიპლომი და მედალი) გამარჯვებულ მეცნიერ ქალებს გადაეცემა სამეცნიერო ატაშეების ყოველწლიურ კონფერენციაზე, რომელიც […]

Წაიკითხე მეტი
15 აგვისტო 2022
ძლიერდება იტალიასა და საქართველოს თანამშრომლობა გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის სფეროში

იტალიის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და სატყეო პოლიტიკის სამინისტროსა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის, „საქპატენტის” თანამშრომლობა გრძელდება მემორანდუმით, რომლის მიზანია იტალიასა და საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერება გეოგრაფიული აღნიშვნების სფეროში. მემორანდუმი, რომელიც ხელს შეუწყობს სასოფლო-სამეურნეო მემკვიდრეობის დაცვას და არაკეთილსინდისიერი ვაჭრობის აღკვეთას, ითვალისწინებს კომუნიკაციის გაძლიერებას, ინფორმაციის გაცვლასა და ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის პოპულარიზაციას. აღსანიშნავია, რომ მემორანდუმის ხელმოწერა გადაწყდა 2021 […]

Წაიკითხე მეტი
11 აგვისტო 2022
შეტყობინება იმ დაფინანსებათა გაცემის შესახებ, რომლებიც უკავშირდება საერთაშორისო ასპარეზზე სამშვიდობო და ჰუმანიტარულ ინიციატივებში იტალიის მონაწილეობას

გაცნობებთ, რომ შეტყობინებები იმ დაფინანსებათა გაცემის შესახებ, რომლებიც უკავშირდება საერთაშორისო ასპარეზზე სამშვიდობო და ჰუმანიტარულ ინიციატივებში იტალიის მონაწილეობას, ხელმისაწვდომია იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს ვებგვერდზე: https://www.esteri.it/it/trasparenza_comunicazioni_legali/sovvenzioni_contributi_sussidi_vantaggi_economici/criterimodalita/ გაცნობებთ, რომ ევროკავშირის არაწევრ ქვეყანაში სათაო ოფისის მქონე სუბიექტის შემთხვევაში, მოთხოვნა წარდგენა ხდება მხოლოდ და მხოლოდ იმ ტერიტორიისთვის კომპეტენტური იტალიის დიპლომატიური წარმომადგენლობის მეშვეობით (საქართველოს შემთხვევაში, თბილისში იტალიის საელჩოს […]

Წაიკითხე მეტი
4 აგვისტო 2022
გამოფენა “კრისტოფორო კასტელი და კოლხეთი”

გრძელდება თეატინელი პატრის, კრისტოფორო კასტელისადმი მიძღვნილი გამოფენის მოგზაურობა საქართველოში: დედაქალაქის შემდეგ, კასტელის ნახატების რეპროდუქციები ახლა კოლხეთის ანტიკურ ქალაქს, ვანს სტუმრობს. გამოფენას, რომელიც იტალიის ელჩმა ენრიკო ვალვომ და საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში გახსნეს, უამრავ სტუმართან ერთად, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. იტალიის საელჩოს მიერ საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობით ორგანიზებული […]

Წაიკითხე მეტი
29 ივლისი 2022
სამცხე-ჯავახეთის ქართულ-იტალიური არქეოლოგიური პროექტი

დასრულდა სამცხე-ჯავახეთის ქართულ-იტალიური არქეოლოგიური პროექტის მეოთხე ეტაპი, რომელსაც ხელმძღვანელობენ პროფ. ვახტანგ ლიჩელი (ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი/საქართველოს არქეოლოგიური ასოციაცია) და პროფ. რობერტო დანი (ტუშას უნივერსიტეტი/ISMEO). ბერთაყანის დიდი კომპლექსი მდ. მტკვრის ხეობაში იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროსა და იტალიის ხმელთაშუაზღვისპირეთისა და აღმოსავლეთის კვლევათა საერთაშორისო ასოციაციის (ISMEO) მიერ დაფინანსებული არქეოლოგიური ექსპედიციის დროს (11-31 ივლისი), […]

Წაიკითხე მეტი
21 ივლისი 2022
იტალიელი მუსიკოსები ბათუმის მუსიკისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე

გრძელდება საქართველოში იტალიის საელჩოსა და ბათუმის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალის თანამშრომლობა. რიგით მეცხრე ფესტივალი, რომელიც 23-31 ივლისს იუნესკოს მაღალი პატრონაჟით ჩატარდება, არაჩვეულებრივი კონცერტით დასრულდება, რომელშიც მონაწილეობას სახელგანთქმული იტალიელი მუსიკოს-შემსრულებლები მიიღებენ. კონცერტი იტალიის საელჩოს მხარდაჭერით იმართება და იტალიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლისთავს ეძღვნება.31 ივლისს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სცენაზე საქართველოში […]

Წაიკითხე მეტი
13 ივლისი 2022
გამოფენა “იტალიური მარშრუტები. მთა, ალპინიზმი, კლიმატური ცვლილებები”

“იტალიური მარშრუტები. მთა, ალპინიზმი, კლიმატური ცვლილებები” – ეს თბილისში იტალიის საელჩოს მიერ ორგანიზებული კიდევ ერთი გამოფენაა, რომელიც გაიმართება როგორც საქართველოს დედაქალაქში, ასევე, რეგიონულ მუზეუმში. ექსპოზიცია (კურატორი იტალიელი ფოტოგრაფი და მკვლევარი ფაბიანო ვენტურა) იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროსა და არაკომერციული ასოციაცია “Macromicro”-ს პროექტია, რომლის მიზანია მთასა და ალპინიზმთან დაკავშირებული იტალიური კულტურის გაზიარება ფართო საერთაშორისო […]

Წაიკითხე მეტი
11 ივლისი 2022
ტერეზა პომოდოროს სახელობის საერთაშორისო პრემია “Il Teatro Nudo”

ტერეზა პომოდოროს სახელობის საერთაშორისო პრემია “Il Teatro Nudo”, რომელიც ასოციაცია NO’HMA-სა და მილანის მუნიციპალიტეტის ინიციატივით, იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის პატრონაჟითა და იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს ჩართულობით წელს უკვე მეთოთხმეტედ გაიცემა, შესანიშნავი შესაძლებლობაა თეატრისთვის საზღვრების გახსნისა და თეატრალური სამყაროს მრავალფეროვნების აღმოჩენისათვის. ინიციატივა ღიაა თეატრალური, მუსიკალური, საცეკვაო წარმოდგენებისა და პერფორმანსებისთვის (პრემიის დაარსების დღიდან, მასში მონაწილეობა […]

Წაიკითხე მეტი