ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

იტალიური კინოს მეექვსე მსოფლიო კვირეული

იტალიური კინოს მეექვსე მსოფლიო კვირეულის ფარგლებში, რომელიც იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანაშრომლობის სამინისტროსა და იტალიის კულტურის სამინისტროს ინიციატივით იმართება და ეძღვნება ყველა იმ პროფესიის წარმომადგენლებს (მსახიობებს, რეჟისორებს, სცენარისტებს, ოპერატორებს, კომპოზიტორებს, მემონტაჟეებს და სხვ.), რომელთა გარეშეც რთული და კომპლექსური კინოსამყაროს არსებობა შეუძლებელია, იტალიის საელჩო საქართველოში გთავაზობთ დოკუმენტურ ფილმს “უმბერტო ეკო – სამყაროს ბიბლიოთეკა”.

რეჟ. დავიდე ფერარიოს მიერ გადაღებული ფილმი ეძღვნება იტალიელი მწერლისა და სემიოტიკოსის, ფილოსოფოსისა და იტალიური კულტურის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოაზროვნის, უმბერტო ეკოს პირად ბიბლიოთეკას, რომელიც 30.000-ზე მეტი თანამედროვე წიგნისა და 1.500 რარიტეტული გამოცემისგან შედგება. ფილმი მოგვითხრობს არა მხოლოდ ამ წიგნებზე, არამედ ბიბლიოთეკის, როგორც “სამყაროს მეხსიერების”, ეკოსეულ კონცეფციაზე.

კინოჩვენება გაიმართება 13 ივლისს, 20:00სთ-ზე, მწერალთა სახლში. ფილმის პრეზენტაციას უმბერტო ეკოს რომანების თარგმნისთვის ლიტერატურული პრემია “საბას” ორგზის ლაურეატი ხათუნა ცხადაძე გაუძღვნება.