ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

სიახლეები

შეიყვანეთ თქვენი საძიებო პარამეტრები
Reset
5 ივლისი 2022
იტალიის ელჩის ენრიკო ვალვოს შეხვედრა ქართველ ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიასთან, რომელიც თამაშს იტალიის სერია A-ში გააგრძელებს

დღეს, თბილისში იტალიის ელჩი ენრიკო ვალვო შეხვდა ქართველ ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიას, რომელიც ახლახან პრესტიჟულ იტალიურ საფეხბურთო კლუბ “ნაპოლის” შეუერთდა. ელჩმა ვალვომ ახალგაზრდა ნიჭიერ ქართველ სპორტსმენს უსურვა იტალიის სერია A-ში წარმატებული თამაში, რასაც დიდი ენთუზიაზმით ელოდება როგორც ქართველი, ასევე, იტალიელი გულშემატკივარი. სტატიები: Agenda.Ge – სტატია, 04.07.2022Georgia Today – სტატია, 04.07.2022Crystal Sport – სტატია, 04.07.2022Exclusive News – […]

Წაიკითხე მეტი
28 ივნისი 2022
მონსინიორ ჯუზეპე პაზოტოს იტალიის ვარსკვლავის ორდენი გადაეცა

გუშინ, იტალიის რეზიდენციაში, ელჩმა ენრიკო ვალვომ იტალიის ვარსკვლავის ორდენი გადასცა ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორს, მონსინიორ ჯუზეპე პაზოტოს, იტალიელ ეპისკოპოსსა და ბოვოლონეს საპატიო მოქალაქეს, რომელიც თითქმის ოცდაათი წელია, სამხრეთ კავკასიაში მოღვაწეობს. ცერემონიას უამრავი სტუმარი ესწრებოდა. ეს ჯილდო მონსინიორ პაზოტოს იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს წარდგინებით, იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ მიანიჭა იმ […]

Წაიკითხე მეტი
27 ივნისი 2022
იტალიასა და საქართველოს საფეხბურთო მეგობრობა – თბილისში პირველად იმართება „იტალიის საელჩოს თასი“

საქართველოში იტალიის საელჩოსა და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის ერთობლივი ინიციატივით, თბილისში ფუტსალის ტურნირი იმართება (ორ ასაკობრივ კატეგორიაში, U15 და U12). გამარჯვებულ გუნდებს შესანიშნავი პრიზები ელით, მათ შორის, იტალიის საელჩოს ერთ-ერთი სპონსორი კომპანიის მიერ დამზადებული სპორტული ფორმა და იტალიის დროშის გამოსახულებიანი მაისურები. ტურნირში მონაწილეობენ ისეთი გუნდები, როგორიცაა სახელგანთქმული მილანის „ინტერის“ პროექტის ფარგლებში დაფუძნებული და […]

Წაიკითხე მეტი
24 ივნისი 2022
ფესტივალი “მწვანე საღამოები დავიწყებული ხილის ხეივანში”

26 ივნისს იწყება პირველი ფესტივალი “მწვანე საღამოები დავიწყებული ხილის ხეივანში”, რომელიც ტონინო გუერას საერთაშორისო ფონდის ორგანიზებითა და საქართველოში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით ტარდება. ფესტივალის თეატრალური, ლიტერატურული და მუსიკალური ღონისძიებებით სავსე პროგრამაშია სალენტოს ფოლკლორული მუსიკის კონცერტი “პიციკა – დედამიწის ხმა” – მუსიკისა და მოძრაობის, უძველესი რიტმებისა და თავბრუდამხვევი ცეკვის უჩვეულო სინთეზი. შოთა რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე დარბაზის […]

Წაიკითხე მეტი
22 ივნისი 2022
ევროკავშირი-საქართველოს პირველი ბიზნეს ფორუმი

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ბიზნეს ურთიერთობები ძლიერდება. იტალიის საელჩომ თბილისში მონაწილეობა მიიღო ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) მიერ ორგანიზებულ „ევროკავშირი-საქართველოს პირველ ბიზნეს ფორუმში”, რომელიც ევროკავშირის ხელშეწყობით განხორციელებული ახალი ინიციატივის, ევროპული ეკონომიკური პლატფორმის ფარგლებში გაიმართა. ფორუმს ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, ევროკავშირის […]

Წაიკითხე მეტი
16 ივნისი 2022
განახლებული ინფორმაცია COVID-19-თან დაკავშირებული შეზღუდვების თაობაზე

თბილისში იტალიის საელჩოს ვებგვერდის მომხმარებელთა საყურადღებოდ: ნებისმიერი უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც მოემგზავრება საქართველოში საჰაერო, სახმელეთო თუ საზღვაო გზით, 2022 წლის 15 ივნისიდან გათავისუფლებულია კოვიდ-ვაქცინის დამადასტურებელი დოკუმენტის და PCR ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენის ვალდებულებისგან. დახურულ სივრცეში პირბადის ვალდებულების მოხსნის თაობაზე საელჩოს ვებგვერდზე 2022 წლის 3 მაისს გამოქვეყნებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2022 წლის […]

Წაიკითხე მეტი
15 ივნისი 2022
იტალიისა და საქართველოს თანამშრომლობა კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად

გრძელდება იტალიის საელჩოს ჩართულობა იტალიასა და საქართველოს თანამშრომლობაში, რომელიც ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და კონსერვაციის სფეროს უკავშირდება. სწორედ ამ თანამშრომლობის ფარგლებში, დღეს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საელჩოს მიერ საქართველოს ეროვნული მუზეუმთან ერთად ორგანიზებული ვორქშოპი „მემკვიდრეობის ძეგლების კონსერვაცია და განვითარება”. ვორქშოპში მონაწილეობა მიიღო იტალიის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლა იორიომ, საქართველოს ეროვნული […]

Წაიკითხე მეტი
14 ივნისი 2022
იტალიური კინოს მეხუთე მსოფლიო კვირეული

დაიწყო იტალიური კინოს მეხუთე მსოფლიო კვირეული, რომელიც იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანაშრომლობის სამინისტროს ინიციატივით, იტალიის კულტურის სამინისტროსთან, კინოწარმოების ეროვნულ ასოციაციასთან (ANICA), საგარეო ვაჭრობის სააგენტოსა (ICE), Luce-Cinecittà-ს ინსტიტუტთან, იტალიური ფილმების კომისიების ასოციაციასთან (Italian Film Commissions) და იტალიის კინოაკადემიასთან (კინოპრიზი „დონატელოს დავითი“) თანამშრომლობით 2022 წლის 13 ივნისიდან 19 ივნისამდე იმართება. მისი მიზანია იტალიური კინემატოგრაფის პოპულარიზაცია უცხოეთში. […]

Წაიკითხე მეტი
10 ივნისი 2022
სასწავლო სტიპენდიები: განაცხადების წარდგენის ვადა 13 ივნისის 16:00 საათამდე (საქართველოს დროით) გაგრძელდა

საქართველოსთვის გამოყოფილი სასწავლო სტიპენდიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ განაცხადების წარდგენის ვადა 13 ივნისის 16:00 საათამდე (საქართველოს დროით) გაგრძელდა.

Წაიკითხე მეტი
10 ივნისი 2022
იტალიური ჯაზი ფესტივალზე “თბილისი რიტმი”

მუსიკისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი “თბილისი რიტმი” 15 ივნისს საქართველოში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით ორგანიზებული კონცერტით გაიხსნება. ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზის სცენაზე წარსდგება ბრწყინვალე მუსიკოსებისგან შემდგარი ტრიო: ქართველი მსმენელისთვის უკვე კარგად ნაცნობი, სახელგანთქმული სარდინიელი მესაყვირე პაოლო ფრეზუ, სიცილიელი პიანისტი დინო რუბინო, რომელსაც მუსიკალურმა კრიტიკოსებმა “ფორტეპიანოს პოეტს” (“un poeta al piano”) უწოდეს, და უამრავი […]

Წაიკითხე მეტი