ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

შეტყობინება ფესტივალის “Jazz and Wine Kakheti 2023” დაფინანსების თაობაზე

შეტყობინება იმ კომპანიებისა და ორგანიზაციების საყურადღებოდ, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საკუთარი იმიჯის წარმოჩენით ფესტივალის “Jazz and Wine Kakheti 2023” ფარგლებში: ფესტივალი, სადაც იტალია საპატიო სტუმრად იქნება წარმოდგენილი, გაიმართება 14 ოქტომბერს წინანდალში, რომელიც მდებარეობს კულტურითა და მეღვინეობით განთქმულ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს რეგიონში – კახეთში.
ამასთან დაკავშირებით, იტალიის საელჩო გეგმავს, მოიძიოს საჯარო თუ კერძო კომპანიები, რომლებსაც სურთ დააფინანსონ ან ითანამშრომლონ საელჩოსთან ამ ინიციატივის განხორციელებაში ენოგასტრონომიულ სფეროში მასპინძლობის კუთხით.
პროცედურა ძალიან მარტივია: საკმარისია გაეცნოთ შეტყობინებას, შეავსოთ დაფინანსების წინადადების მოდული და გააგზავნოთ 2023 წლის 12 მაისის 23:59სთ-მდე ელ. ფოსტის მისამართზე: primosegr.tbilisi@esteri.it