იტალიური დიზაინის დღის ფარგლებში, რომელიც საქართველოში იტალიის საელჩოს მიერ, იტალიის საგარეო ვაჭრობის ხელშეწყობის სააგენტოსთან (ITA) თანამშრომლობით, წელს უკვე მეათედ აღინიშნება, ახალი სახვითი ხელოვნების აკადემია (NABA) ქართველ ახალგაზრდებს ნაწილობრივ სასწავლო სტიპენდიებს სთავაზობს.
ინიციატივა, რომლის თემაა “Re-Design. სივრცის, ობიექტებისა და იდეების რეგენერაცია“, კონკურსის მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, წარმოადგინონ ამ თემის საკუთარი შემოქმედებითი ხედვა და ინტერპრეტაცია.
განაცხადების მიღება დაიწყო 2026 წლის 24 სექტემბერს და გაგრძელდება 29 ოქტომბრის ჩათვლით.
გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართება იტალიური დიზაინის დღის აღმნიშვნელი ღონისძიების ფარგლებში,რომელიც 2026 წლის 19 ნოემბერს გაიმართება.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.