ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

Antonio Faraò Trio თბილისის ჯაზ-ფესტივალზე

იტალიის საელჩო აგრძელებს თანამედროვე იტალიური მუსიკის გამორჩეული შემსრულებლების წარდგენას საქართველოში: დღეს, 10 მაისს, საღამოს 21:00სთ-ზე, თბილისის ჯაზ-ფესტივალის ფარგლებში გაიმართება კონცერტი სამი იტალიელი ჯაზ-მუსიკოსის მონაწილეობით. მსმენელის წინაშე წარსდგება ცნობილი რომაელი პიანისტი, ჰერბი ჰენკოკის მიერ ჯაზის ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებლად აღიარებული ანტონიო ფარაო, რომელსაც უთანამშრომლია ისეთ სახელგანთქმულ ჯაზ-მუსიკოსებთან, როგორიცაა ანდრე ჩეკარელი, ჩიკო ფრიმენი, ელ ჯერო, რიშარ გალიანო და სხვები; კარლო ბავეტა (კონტრაბასი) და პასკუალე ფიორე (დასარტყამი ინსტრუმენტები).

არ გამოგრჩეთ ეს კონცერტი, რომელიც არაჩვეულებრივი საჩუქარია არა მხოლოდ ჯაზის მოყვარულთათვის, არამედ ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც თბილისის 26-ე ჯაზ-ფესტივალზე ახალ მუსიკალურ აღმოჩენებს ელის!