გასული წლების მსგავსად, იტალიის მთავრობა წელსაც სთავაზობს დახმარებას იტალიაში სწავლის მსურველ უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და საზღვარგარეთ მცხოვრებ იტალიის მოქალაქეებს. 2023-2024 აკადემიური წლისთვის საქართველოს მოქალაქეებისათვის გამოყოფილია 54 თვის რაოდენობის სტიპენდია. სტიპენდიის ოდენობა თვიურად 900 ევროს შეადგენს და მისი გამოყენება შესაძლებელია 2023 წლის 1 ნოემბრიდან 2024 წლის 31 ოქტომბრამდე.
იტალიის მთავრობა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს სთავაზობს სასწავლო სტიპენდიებს შემდეგი საგანმანათლებლო პროგრამებისათვის:
- სამაგისტრო პროგრამები;
- AFAM-ს კურსები;
- დოქტორანტურა;
- პროექტები თანახელმძღვანელობით;
- იტალიური ენისა და კულტურის კურსები.
სასწავლო სტიპენდია გაიცემა შესარჩევი კრიტერიუმების დაკმაყოფილების საფუძველზე, კანდიდატებთან გასაუბრებისა და მათ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შედარებითი შეფასების შედეგად. უპირატესობა მიენიჭება იტალიის მთავრობის მიერ 2022-2023 წლისთვის გაცემული და გამოყენებული სტიპენდიის გაგრძელების მოთხოვნას.
მსურველებმა განაცხადი უნდა წარადგინონ მხოლოდ და მხოლოდ პორტალის Study in Italy მეშვეობით, 2023 წლის 9 ივნისის 16:00 საათამდე (საქართველოს დროით). პორტალზე დარეგისტრირებისთვის დააჭირეთ აქ.
წარმოდგენილი განაცხადების განსაკუთრებულად დიდი რაოდენობის შემთხვევაში, შემფასებელ კომისიას უფლება აქვს, ჩაატაროს კანდიდატების წინასწარი შერჩევა და გასაუბრებაზე (ასევე, დისტანციურის სახით) მოიწვიოს მხოლოდ მოკლე სიაში წარმოდგენილი კანდიდატები.
დაგვიკავშირდით მხოლოდ და მხოლოდ ელ.ფოსტის მეშვეობით, შემდეგ მისამართზე: tbilisi.lettorato@esteri.it (იტალიურ ან ინგლისურ ენებზე).
იტალიურ ენაზე საკონკურსო პირობების სანახავად დააჭირეთ აქ.
ინგლისურ ენაზე საკონკურსო პირობების სანახავად დააჭირეთ აქ.
2023-2024 აკადემიური წლისთვის იტალიის მთავრობის მიერ გამოყოფილი სასწავლო სტიპენდიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულთა სიის სანახავად დააჭირეთ აქ.
შენიშვნა: კონკურსის მონაწილენი, რომლებიც სიაში არ არიან მითითებულნი, კონკურსში გამარჯვებულად არ ითვლებიან.