შეტყობინება “იტალიური ინოვაციებისა და კვლევების დღის” საქართველოში აღნიშვნასთან დაკავშირებით
იტალიის საელჩო თბილისში გეგმავს, მოიძიოს საჯარო თუ კერძო კომპანიები, რომლებსაც სურთ ითანამშრომლონ საქართველოში “იტალიური ინოვაციებისა და კვლევების დღის” აღსანიშნავი ღონისძიების განხორციელებაში. ღონისძიება, რომლის მიზანია იტალიასა და საქართველოს შორის სამეცნიერო და ტექნოლოგიური თანამშრომლობის გაღრმავება, 2022 წლის 16 მაისს გაიმართება. ინტერესის გამოხატვის პროცედურა ძალიან მარტივია: საკმარისია გაეცნოთ შეტყობინებას, შეავსოთ შესაბამისი მოდული და გააგზავნოთ 2022 წლის 7 მაისის 15:00 […]
Წაიკითხე მეტიგვიდო კარლის სახ. სოციალურ მეცნიერებათა თავისუფალი უნივერსიტეტის (LUISS) ონლაინ სამაგისტრო პროგრამები
გვიდო კარლის სახ. სოციალურ მეცნიერებათა თავისუფალი უნივერსიტეტი (LUISS) სთავაზობს 66 სტიპენდიას იმ საერთაშორისო სტუდენტებს, რომლებსაც სურთ სწავლის გაგრძელება 2022/2023 აკადემიურ წელს სამაგისტრო ონლაინ პროგრამის შემდეგ კურსებზე: მარკეტინგი; სტრატეგიული მენეჯმენტი. კურსების ხანგრძლივობა 2 წელს შეადგენს და სწავლის მსურველებს გვიდო კარლის სახ. უნივერსიტეტში დისტანციური სწავლის შესაძლებლობას აძლევს. უნივერსიტეტის მიერ შეთავაზებული სტიპენდია ფარავს (სრულად ან ნაწილობრივ) პირველი წლის […]
Წაიკითხე მეტიგანაცხადი 2022 წლის იტალიის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი წვეულების დაფინანსებაზე
გნებავთ თქვენი კომპანიის თუ ორგანიზაციის იმიჯი და საქმიანობა წარმოაჩინოთ იტალიის ეროვნულ დღესასწაულზე, რომელიც იტალიისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა? იტალიის საელჩო გეგმავს, მოიძიოს საჯარო თუ კერძო კომპანიები, რომლებსაც სურთ დააფინანსონ ან ითანამშრომლონ საელჩოსთან 2022 წელს ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილი წვეულების ორგანიზებაში. პროცედურა ძალიან მარტივია: საკმარისია გაეცნოთ განაცხადს იტალიის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი წვეულების დაფინანსებაზე, შეავსოთ დაფინანსების წინადადების მოდული და […]
Წაიკითხე მეტიკონფერენცია “დავასრულოთ ქალთა მიმართ ძალადობა: მოქმედების დროა” (2022 წლის 25 მარტი)
იტალიის საელჩომ თბილისში და ევროპის საბჭოს ოფისმა საქართველოში გამართეს ერთობლივი კონფერენცია, რომელიც მიზნად ისახავდა ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის დასრულებისაკენ მიმართული ქმედებების შემუშავებისა და, ამავე დროს, ქალთა უფლებების დაცვის გაძლიერების ხელშეწყობას. ღონისძიება ჰიბრიდულ ფორმატში ჩატარდა, როგორც დასწრებით რეჟიმში, ასევე, ვიდეოკონფერენციის სახით. კონფერენციაზე იმსჯელეს ამ მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაზე, როგორც გლობალურ დონეზე, ასევე საქართველოს მასშტაბით. აღინიშნა ევროპის […]
Წაიკითხე მეტიიტალიურ-ქართული სასტიპენდიო პროგრამა სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლის მსურველებისთვის
იტალიაში სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლის მსურველების საყურადღებოდ: გრძელდება კანდიდატურების წარდგენა საქართველოს განათლების საერთაშორისო ცენტრის (IEC) და იტალიის უნივერსიტეტების რექტორთა საბჭოს (CRUI) ერთობლივ სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. განაცხადის წარდგენის ვადაა: 2022 წლის 30 მარტის 18:00 სთ (საქართველოს დროით). პროგრამის პარტნიორ იტალიურ უმაღლეს სასწავლებლებს ბარის ალდო მოროს სახ. უნივერსიტეტიც შეუერთდა.დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://iec.gov.ge/news/italiashi-sastipendio-programis-vadebi-gakhangrdzlivda
Წაიკითხე მეტიეროვნული პრემია თარგმანისთვის
იტალიის კულტურის სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი თარგმანისთვის ეროვნული პრემიის მისაღებად. სამინისტროს ბიბლიოთეკებისა და საავტორო უფლებების გენერალური დეპარტამენტის მიერ ყოველწლიურად რვა (მთავარი და სპეციალური) პრემია გაიცემა მთარგმნელობით (როგორც უცხო ენიდან იტალიურ ენაზე, ასევე, იტალიური ენიდან უცხო ენაზე) და საგამომცემლო სფეროში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანისთვის. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადის წარდგენის ვადაა 2022 წლის 31 მარტი. კანდიდატებმა ჯეროვნად შევსებული განაცხადი […]
Წაიკითხე მეტისწავლის შესაძლებლობა: ბრეშას უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი სტიპენდიები
ბრეშას უნივერსიტეტი გამოყოფს 12 სასწავლო სტიპენდიას იმ საერთაშორისო სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ 2022/2023 აკადემიურ წელს სწავლა გააგრძელონ სამაგისტრო პროგრამის შემდეგ ინგლისურენოვან კურსებზე: საკომუნიკაციო ტექნოლოგიები და მულტიმედია; სამოქალაქო და გარემოსდაცვითი ინჟინერია; მენეჯმენტი (საერთაშორისო ბიზნესი ან მწვანე ეკონომიკა და ეკოლოგიური მდგრადობა). სასწავლო სტიპენდია წლიურად დაუბეგრავ 5.250 ევროს შეადგენს. განაცხადის გაგზავნა შესაძლებელია 2022 წლის 15 მარტის 13:00 სთ-მდე (იტალიური […]
Წაიკითხე მეტიიტალიასა და საქართველოში შესვლის ახალი წესები
თბილისში იტალიის საელჩოს ვებგვერდის მომხმარებელთა საყურადღებოდ: გაეცანით იტალიასა და საქართველოში შესვლის მოქმედ წესებს. შესვლა იტალიიდან საქართველოში იტალიიდან ჩამოსულ მგზავრებს ქვეყანაში შემოსვლის მოტივის განსაკუთრებული დადასტურება ქართული უწყებების მხრიდან არ მოეთხოვებათ. 2022 წლის 1 მარტიდან ყველა უცხოელ მოქალაქეს, გაურჩევლად წარმომავლობისა, უფლება აქვს საქართველოში შემოვიდეს საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო გზით, იმ შემთხვევაში, თუ იგი სრულად არის ვაქცინირებული (ე.წ. […]
Წაიკითხე მეტიშესაძლებლობები: დიზაინის კონკურსი „When Italian Design Meets Georgian Creativity“
არქიტექტურის, დიზაინისა და რესტავრაციის დარგებში იტალიური მიღწევების პოპულარიზაციის მიზნით ორგანიზებული ღონისძიების „იტალიური დიზაინის დღე საქართველოში – 2022″ ფარგლებში, იტალიის საელჩო თბილისში, მილანის დიზაინის ევროპულ ინსტიტუტთან (IED) თანამშრომლობით, წარმოგიდგენთ კონკურსს „When Italian Design Meets Georgian Creativity”. კონკურსში მონაწილეობის პირობებისა და პრემიებთან დაკავშირებული დეტალების სანახავად, გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ კონკურსის წესებს (ინგლისურ ენაზე). კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 18-დან […]
Წაიკითხე მეტიკატანიის უნივერსიტეტის სასწავლო სტიპენდიები
კატანიის უნივერსიტეტში დაიწყო ევროკავშირის არაწევრი სახელმწიფოების მოქალაქე სტუდენტების ჩარიცხვა, რომლებსაც სურთ სწავლის გაგრძელება 2022/2023 აკადემიურ წელს სამაგისტრო პროგრამის შემდეგ ინგლისურენოვან კურსებზე: ელექტრული ინჟინერია; ავტომატიზაციის ინჟინერია; ქიმიური ინჟინერია; ელექტრონული ინჟინერია; მექანიკური ინჟინერია; კომუნიკაციების ინჟინერია; ფიზიკა; გლობალური პოლიტიკა; მონაცემთა მეცნიერება. თითოეული კურსის საუკეთესო ხუთი სტუდენტისთვის გამოყოფილია ხუთი სტიპენდია, რომლის ოდენობა წლიურად 2000 ევროს შეადგენს. განაცხადის წარდგენა შესაძლებელია […]
Წაიკითხე მეტი