სააგენტო ICE, საქართველოში იტალიის საელჩოსთან კოორდინირებით, აძლიერებს თავის საქმიანობას თბილისში. გასულ წელს სააგენტომ ხელი შეუწყო 25 ქართული კომპანიის მონაწილეობას იტალიაში გამართულ გამოფენებში, მათ შორის, ბაზრის სხვადასხვა სეგმენტის ისეთი საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ღონისძიებებში, როგორიცაა: EIMA (სასოფლო-სამეურნეო მანქანა-დანადგარები), MICAM (ფეხსაცმელი), SALONE DEL MOBILE (ავეჯი და ინტერიერის აქსესუარები), VICENZAORO (საიუველირო ნაწარმი) და იზოლა დელა სკალას ბრინჯის ნაწარმის გამოფენა.
იტალიასა და საქართველოს შორის ეკონომიკური და სავაჭრო კავშირების გაძლიერების მიზნით, სააგენტო ICE-მ ხელი შეუწყო სხვადასხვა დარგებში მომუშავე იტალიური და ქართული კომპანიების თანამშრომლობას, გაცვლისა და პარტნიორობის პერსპექტიულ შესაძლებლობებს სასოფლო-სასურსათო, ტანსაცმლის წარმოებისა თუ მოდის სფეროებში და იტალიური პროდუქციის ისეთ წამყვან დარგებში, როგორიცაა: არქიტექტურა, დიზაინი, სოფლის მეურნეობა, სასოფლო-სამეურნეო მანქანა-დანადგარები და მეღვინეობა (დარგი, რომლის სიყვარული ორივე ქვეყანას აერთიანებს).
სააგენტო ICE-ს ძალისხმევის შედეგია, ასევე, გასულ წელს თხუთმეტზე მეტი ახალი იტალიური მწარმოებელი კომპანიის გამოჩენა და დამკვიდრება ქართულ ბაზარზე.
ორივე ქვეყნის ეკონომიკური ოპერატორებისთვის არსებული შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მისაღებად შესაძლებელია დაკავშირება სააგენტოსთან ელ.ფოსტის მისამართზე: tbilisi@ice.it.
თვალი ადევნეთ ჩვენს ვებგვერდს და სოც. ქსელებს და გაიგეთ მეტი ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობის შესახებ.