ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

“იტალიური დიზაინის დღესთან” დაკავშირებული შეტყობინება

იტალიის საელჩო თბილისში გეგმავს, მოიძიოს საჯარო თუ კერძო კომპანიები, რომლებსაც სურთ ითანამშრომლონ საელჩოსთან იტალიური დიზაინის დღესთან დაკავშირებული ინიციატივის განხორციელებაში. ინიციატივა “იტალიური დიზაინის დღეები საქართველოში – 2023” მიზნად ისახავს არქიტექტურის, დიზაინისა და რესტავრაციის დარგებში იტალიური მიღწევების პოპულარიზაციას.
პროცედურა ძალიან მარტივია: საკმარისია გაეცნოთ განაცხადს, შეავსოთ შესაბამისი თანხმობის ფორმა და გააგზავნოთ 2023 წლის 24 თებერვლის 15:00სთ-მდე (საქართველოს დროით) ელ. ფოსტის მისამართზე: primosegr.tbilisi@esteri.it.
დიზაინის დღესთან დაკავშირებული ინიციატივების განხორციელების სავარაუდო თარიღებია: 2023 წლის 9-10 მარტი ან 2023 წლის 22-23-24 მარტი.
ამავე მისამართზე შეგიძლიათ გააგზავნოთ მოთხოვნა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად.

 

განახლებული შეტყობინება

ამ შეტყობინებასთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ ინიციატივების შესაძლო თარიღებს დაემატა 2023 წლის 26-31 მარტი ინიციატივების განხორციელების წესები და პირობები, რომელიც შეტყობინებაში დეტალურად არის აღწერილი, უცვლელი რჩება).