ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

იტალიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ორი საფოსტო მარკა

იტალიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავის აღნიშვნა, რომელიც პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამეცნიერო და კულტურულ სფეროებში შესანიშნავი ურთიერთობების ფონზე მიმდინარეობს, არაჩვეულებრივი ერთობლივი ინიციატივით სრულდება: დაიბეჭდა და მიმოქცევაში ჩაეშვა ორი საიუბილეო საფოსტო მარკა. როგორც იტალიის საწარმოებისა და იტალიური პროდუქციის სამინისტროს მიერ მომზადებულ მარკაზე, ასევე, საქართველოს ფოსტის მიერ გამოშვებულ მარკაზე, გამოსახულია იტალიელი ბერის, კრისტოფორო კასტელის მიერ დახატული ბიჭვინთის ტაძარი.

დღეს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა იტალიის სახელმწიფო ზარაფხანისა და პოლიგრაფიული ინსტიტუტის მიერ დაბეჭდილი საფოსტო მარკის (ტირაჟი: 350.010 ცალი) და საქართველოს ფოსტის მიერ გამოშვებული საფოსტო მარკის (ტირაჟი: 20.000 ცალი) პრეზენტაცია. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გურამ გურამიშვილმა, იტალიის ელჩმა საქართველოში ენრიკო ვალვომ, საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ.

საქართველოში იტალიის ელჩის ენრიკო ვალვოს თქმით, შემთხვევითი არ არის, რომ არჩევანი კრისტოფორო კასტელის ერთ-ერთ ნახატზე შეჩერდა, რომელიც მან მე-17 საუკუნეში, საქართველოში ცხოვრების თითქმის ოცდახუთწლიანი პერიოდის განმავლობაში შექმნა (ამჟამად ეს ნახატები ქ. პალერმოს ლეონარდო შაშას სახელობის მუნიციპალურ ბიბლიოთეკაში ინახება) – ეს არჩევანი მიუთითებს როგორც ორ ქვეყანას შორის ისტორიული კავშირების ინტენსივობასა და სიღრმეზე, ასევე, იტალიელების წვლილზე ევროპის კულტურული ოჯახისთვის საქართველოს უკეთ გაცნობის საქმეში. „იტალიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავი შესაძლებლობას გვაძლევს, თვალი გადავავლოთ არა მხოლოდ უკანასკნელი სამი ათწლეულის განმავლობაში ერთად განვლილ გზას, არამედ ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრობისა და ურთიერთთანამშრომლობის მრავალსაუკუნოვან ტრადიციასაც”, – აღნიშნა ელჩმა ვალვომ.

 

სტატიები და სიუჟეტები:

IPress – სტატია, 23.12.2022
Accent – სტატია, 23.12.2022
NewsGeorgia – სტატია, 23.12.2022
ნეტგაზეთი – სტატია, 23.12.2022
GHN – სტატია, 23.12.2022
მეტრონომი – სტატია, 23.12.2022
იმედინიუსი – სტატია, 23.12.2022
Frontnews – სტატია, 23.12.2022
Georgia Today – სტატია, 26.12.2022
ინტერპრესნიუსი – სტატია, 27.12.2022
ტვ საზოგადოებრივი მაუწყებელი, გადაცემა “მოამბე” – სიუჟეტი, 27.12.2022
ტვ რუსთავი 2, გადაცემა “კურიერი” – სიუჟეტი, 27.12.2022
ტვ იმედი – სტატია, 27.12.2022
Nostal.Ge – სტატია, 28.12.2022
AISE – სტატია, 28.12.2022
Agenda.Ge – სტატია, 28.12.2022