ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

სწავლის შესაძლებლობები: ღია კარის დღე ბოლონიის უნივერსიტეტში

გინდათ ისწავლოთ იტალიაში, ევროპის ყველაზე ძველ უნივერსიტეტში, რომელიც შორეულ 1088 წელს დაარსდა? გსურთ გაიგოთ, ბოლონიის უნივერსიტეტი “Alma Mater Studiorum” სწავლის რა შესაძლებლობებს გთავაზობთ? დარეგისტრირდით ონლაინ, მონაწილეობა მიიღეთ ვირტუალურ ღონისძიებებში და გაიგეთ ყველაფერი უნივერსიტეტის მიერ შეთავაზებულ კურსებზე, უნივერსიტეტში ჩარიცხვასა და სასწავლო სტიპენდიებზე!

30 და 31 იანვარს, 10:00სთ-დან 17:00სთ-მდე (იტალიის დროით) გაიმართება ღონისძიება Virtual Fair Bachelor’s – AlmaOrienta – ღია კარის დღე საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის მსურველებისთვის. დეტალური ინფორმაცია ღონისძიებისა და მასზე დასწრების წესების შესახებ ხელმისაწვდომია ბმულზე: https://eventi.unibo.it/bachelors-virtualfair

1 თებერვალს, 10:00სთ-დან 17:00სთ-მდე (იტალიის დროით) გაიმართება ღონისძიება Virtual Fair Master’s – Magistralmente – ღია კარის დღე სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის მსურველებისთვის. ღონისძიებისა და მასზე დასწრების წესების შესახებ ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია ბმულზე: https://events.unibo.it/masters-virtualfair

ონლაინ ღონისძიებებზე დასწრება უფასოა, თუმცა აუცილებელია ონლაინ რეგისტრაცია. სამუშაო ენები: იტალიური და ინგლისური.