ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

სიახლეები

შეიყვანეთ თქვენი საძიებო პარამეტრები
Reset
14 ოქტომბერი 2022
სკარლატის პრემია თბილისის პიანისტთა VII საერთაშორისო კონკურსზე

მუსიკალური ცხოვრების თერთმეტი დაძაბული დღე და თხუთმეტი ახალგაზრდა პიანისტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებმაც საშემსრულებლო ოსტატობა წარუდგინეს მსმენელსა და ცნობილი მუსიკოსებისაგან შემდგარ ჟიურის, რომელთა შორის ცნობილი იტალიელი პიანისტი და დირიჟორი ანდრეა ბონატაც გახლდათ. თბილისის პიანისტთა VII საერთაშორისო კონკურსის დასასრულს, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართა გალა კონცერტი და გამარჯვებულთა დაჯილდოვება. კონკურსის საზეიმო დახურვაზე […]

Წაიკითხე მეტი
11 ოქტომბერი 2022
#SLIM2022, იტალიური ენის ოცდამეორე მსოფლიო კვირეულის საპრეზენტაციო ღონისძიება

17 ოქტომბრიდან მთელ მსოფლიოში აღინიშნება იტალიური ენის ოცდამეორე კვირეული, რომელიც იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის პატრონაჟით ყოველწლიურად ტარდება და მისი მიზანია იტალიური ენობრივი და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია უცხოეთში. ინიციატივას დასაბამი 2001 წელს იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროსა და კრუსკას აკადემიას შორის შეთანხმების საფუძველზე ჩაეყარა, მოგვიანებით კი მის აღნიშვნას შვეიცარიის კონფედერაციაც შეუერთდა. წლევანდელი კვირეული, რომლის თემაა […]

Წაიკითხე მეტი
6 ოქტომბერი 2022
იტალიური სკოლის ორენოვანი სექტორის დამამთავრებელი დიპლომების გადაცემა

გუშინ იტალიის რეზიდენციაში გაიმართა 1996 წელს თბილისში დაარსებული იტალიური სკოლა “ცისკრის” ორენოვანი სექტორის დამამთავრებელი დიპლომების გადაცემის ცერემონია. ელჩმა ენრიკო ვალვომ და სკოლის დირექტორმა მაია ლაგვილავამ, მასწავლებლებისა და მშობლების თანდასწრებით დიპლომები გადასცეს პირველ ხუთ მოსწავლეს, რომლებმაც იტალიური სკოლის დამამთავრებელი გამოცდა წარმატებით ჩააბარეს. ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა იტალიაში განათლების მიღების მსურველთათვის – იტალიის განათლების სამინისტროს მიერ აღიარებული დიპლომი […]

Წაიკითხე მეტი
3 ოქტომბერი 2022
თანამედროვე ხელოვნების დღე

8 ოქტომბრიდან 14 ოქტომბრამდე ჩატარდება თანამედროვე ხელოვნებისადმი მიძღვნილი, რიგით მე-18 ღონისძიება, რომელიც იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროსა და თანამედროვე ხელოვნების იტალიური მუზეუმების ასოციაციის (AMACI) ერთობლივი ორგანიზებით იმართება. ღონისძიება, რომლის მიზანია თანამედროვე იტალიური ხელოვნების წარმოჩენა-პოპულარიზაცია, აერთიანებს მუზეუმებს, კულტურულ და სახელოვნებო ფონდებს, საჯარო თუ კერძო ინსტიტუციებს, სამხატვრო გალერეებსა და სტუდიებს. წლევანდელი „თანამედროვე ხელოვნების დღე” ეკოლოგიას […]

Წაიკითხე მეტი
27 სექტემბერი 2022
ბერნარდო ნობილეს სახელობის პრემია

ეროვნული კვლევითი ცენტრი “Area Science Park”, ფრიული-ვენეცია-ჯულიას რეგიონის მეცნიერებისა და ინოვაციების სისტემასთან (SIS-FVG) თანამშრომლობით, აცხადებს ბერნარდო ნობილეს სახელობის ყოველწლიურ კონკურსს საპატენტო დოკუმენტაციისა და ინფორმაციის, ასევე, მონაცემთა ანალიზის მეთოდების გამოყენებასთან დაკავშირებული სადიპლომო და სადოქტორო ნაშრომებისთვის. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერი ასაკისა და მოქალაქეობის მქონე უმაღლესდამთავრებულებსა და დოქტორანტებს, რომლებსაც გავლილი აქვთ უმაღლესი განათლების II ან III საფეხური იტალიის […]

Წაიკითხე მეტი
23 სექტემბერი 2022
ახალი გამომსახველობითი ფორმების ძიება და ურბანული პეიზაჟის გარდაქმნა

თბილისის ქუჩის ხელოვნების ყოველწლიური საერთაშორისო ფესტივალის, Tbilisi Mural Fest-ის მთავარი მიზანი ქალაქის შენობების კედლების მოხატვა და ღია ცის ქვეშ სახელოვნებო ლაბორატორიის შექმნაა. წლევანდელ ფესტივალში მონაწილეობს 8 ქართველი და უცხოელი სტრიტ-არტისტი, მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო იტალიელი ხელოვანი ვესოდ ბრერო, რომლის შეუდარებელმა მხატვრობამ საკუთარი კვალი მილანს, პადუას, ტურინსა და ბევრ სხვა ქალაქს დაამჩნია. ვესოდმა უამრავი განსხვავებული […]

Წაიკითხე მეტი
21 სექტემბერი 2022
საქველმოქმედო კონცერტი იტალიელი მუსიკოსების მონაწილეობით

თბილისში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით გაიმართება საქველმოქმედო კონცერტი-მარათონი, რომლის ორგანიზატორია ცნობილი მეცო სოპრანოს ნინო სურგულაძის მიერ ბავშვების დასახმარებლად დაარსებული ფონდი “ნატვრის ხე”.კონცერტში, რომელიც იტალიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლისთავს ეძღვნება, თავად ნინო სურგულაძის გარდა, მონაწილეობას მიიღებენ სახელგანთქმული იტალიელი საოპერო მომღერლები:– კარლო ვენტრე, ჯინო ბეკის პრემიით დაჯილდოებული და ფილადელფიის ლუჩიანო პავაროტის საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებული […]

Წაიკითხე მეტი
16 სექტემბერი 2022
იტალიური ფილმები ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალზე

კიდევ ერთი იტალიური მონაწილეობა საქართველოს კულტურული ცხოვრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაში, რომელიც იტალიის საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება: ბათუმის საავტორო კინოს მე-17 საერთაშორისო ფესტივალზე (BIAFF), რომელიც 18-25 სექტემბერს გაიმართება, ნაჩვენები იქნება ორი იტალიური კინოსურათი: – “მშვიდობით, ლეონორა”, ცნობილი იტალიელი რეჟისორის, პაოლო ტავიანის პირველი ფილმი, რომელიც მან ძმის, ვიტორიოს გარდაცვალების შემდეგ გადაიღო. ფილმი, რომელმაც “ვერცხლის ლენტი” და კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო […]

Წაიკითხე მეტი
13 სექტემბერი 2022
ფოტოგრაფიის დიდოსტატების თვალით დანახული იტალია

19 სექტემბრიდან 31 ოქტომბრამდე საქართველოს დედაქალაქი უმასპინძლებს გამოფენას „Italiae. ძმები ალინარებიდან თანამედროვე ფოტოგრაფიის ოსტატებამდე”, რომელიც იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროსა და ალინარების ფოტოგრაფიის ფონდის ინიციატივით შეიქმნა, თბილისში კი იტალიის საელჩოს მიერ, ფესტივალ “ქოლგა თბილისი ფოტოსთან” თანამშრომლობით ხორციელდება. ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (MOMA) გამართულ გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 75 ფოტოგრაფი, რომლებმაც განსხვავებული გამომსახველობითი ენითა […]

Წაიკითხე მეტი
8 სექტემბერი 2022
დაუვიწყარი საღამო კლასიკური მუსიკის მოყვარულთათვის

16 სექტემბერს 30-ე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი “შემოდგომის თბილისი” იწყება. ფესტივალის გახსნით კონცერტზე, რომელიც საქართველოში იტალიის საელჩოს ხელშეწყობით იმართება, ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის სცენაზე მილანის ლა სკალას ოპერის თეატრის კამერული ორკესტრი წასდგება. ბრწყინვალე მუსიკოს-შემსრულებლებისგან დაკომპლექტებული ორკესტრი 1982 წელს შეიქმნა და მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ სცენებზე დიდი წარმატებით გამოდის. კონცერტზე ორკესტრთან ერთად დაუკრავენ სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებული […]

Წაიკითხე მეტი