იტალიური სამზარეულოს მეშვიდე კვირეული საქართველოში: სუფრის კულტურა, მდგრადი განვითარება, ინოვაცია და იტალიური სამზარეულოს ვარსკვლავის, მსოფლიოში სახელგანთქმული შეფ-მზარეულის, კარლო კრაკოს სტუმრობა
იტალიური სამზარეულოს მსოფლიო კვირეული საქართველოში ბრუნდება და იტალიური კულინარიული მემკვიდრეობის მრავალფეროვნებას, ტრადიციებს, გამორჩეულ აგრო-სასურსათო პროდუქციასა და ჩვენი შეფ-მზარეულების ოსტატობას წარმოგიდგენთ! კვირეული შესაძლებლობას მოგვცემს, შევიხედოთ იტალიურ ენო-გასტრონომიულ ტრადიციებში, შევეხოთ მათ მდიდარ ისტორიას და გავიცნოთ ახალი სახეები – გამორჩეული იტალიელი შეფ-მზარეულები, რომლებიც საქართველოს კვირეულის ფარგლებში ეწვევიან. იტალიური სამზარეულოს მეშვიდე კვირეულის პროგრამის მთავარი თემა მჭიდროდ უკავშირდება სუფრის კულტურასა […]
Წაიკითხე მეტიკარლო გოლდონის “სასტუმროს დიასახლისი” მილანის თეატრალური დასი “Proxima Res”-ის შესრულებით თბილისის თეატრალურ სცენაზე
მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის “საჩუქარი” ფარგლებში საქართველოს დედაქალაქი ყოველწლიურად მასპინძლობს თეატრალურ დასებსა და ხელოვანებს საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. წლევანდელი, 25-ე საიუბილეო ფესტივალი, საქართველოში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით წარმოგიდგენთ თეატრის რეფორმატორად და იტალიური კომედიის ფუძემდებლად აღიარებული იტალიელი დრამატურგისა და მწერლის, კარლო გოლდონის ცნობილ კომედიას “სასტუმროს დიასახლისს”. ეს კომედია შორეულ 1752 წელს დაიწერა, მაგრამ დღესაც […]
Წაიკითხე მეტიპირველი შეხვედრა, რომელიც ჟურნალ “Domus Georgia”-ს მიერ იტალიის საელჩოს მხარდაჭერით განხორციელებული პლატფორმა “Futures”-ის ფარგლებში გაიმართა
არქიტექტურისა და დიზაინის სფეროში პრესტიჟული იტალიური ჟურნალი “Domus”-ის ქართულმა გამოცემამ, რომელიც აღმოსავლეთ ევროპისა და ევრაზიის რეგიონის ქვეყნებში პირველი გამოცემაა, საქართველოში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით გამართა პირველი შეხვედრა პლატფორმა “Futures”-ის ფარგლებში. ინტერაქტიული დიალოგისთვის შექმნილი პლატფორმის მიზანია, გააერთიანოს კულტურის, არქიტექტურისა და დიზაინის დარგების სპეციალისტები, სამოქალაქო საზოგადოებისა და ინსტიტუციების წარმომადგენლები ურბანული სივრცისა და საცხოვრებელი გარემოს ტრანსფორმაციისა და მდგრადობის თემებზე […]
Წაიკითხე მეტიიტალიური ენის საუკეთესო მასწავლებლების დაჯილდოება
დასრულდა იტალიური ენის მსოფლიო კვირეული, რომელიც იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის პატრონაჟით ყოველწლიურად ტარდება. გუშინ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გაიმართა იტალიური ენის საუკეთესო მასწავლებლების დაჯილდოების ცერემონია. ჯილდო, რომელიც საქართველოს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ, საქართველოში იტალიის საელჩოსა და იტალიური ენისა და კულტურის ცენტრ “მინერვა”-სთან პარტნიორობით დაწესდა, საუკეთესო მასწავლებლებს პროფესიული უნარების გამოვლენისა და იტალიური ენის სწავლების […]
Წაიკითხე მეტიიტალიური ენის ოცდამეორე მსოფლიო კვირეულის ფარგლებში ჩატარებული სასკოლო აქტივობის დასკვნითი ღონისძიება
იტალიური ენის ოცდამეორე მსოფლიო კვირეულის ფარგლებში იტალიური ენისა და კულტურის ცენტრის “მინერვას” ორგანიზებით ჩატარებული სასკოლო აქტივობების დასკვნითი ღონისძიება – საქართველოს იმ საჯარო და კერძო სკოლებში, სადაც იტალიური ენა ისწავლება, გამართულ კონკურსებში გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოება. იტალიის ელჩი ენრიკო ვალვო და საქართველოს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ბერიკა შუკაკიძე ესტუმრნენ ქ. თბილისის 128-ე საჯარო სკოლას, სადაც […]
Წაიკითხე მეტი“საქართველოს ქალთა საერთაშორისო ასოციაციის” (IWAG) საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა
იტალიის საელჩო თბილისში მოხარულია აცნობოს საქართველოში არსებულ იტალიურ კომპანიებსა და მათ ქართველ პარტნიორ კომპანიებს, ასევე, საქართველოში მცხოვრებ იტალიურ თემს, რომ “საქართველოს ქალთა საერთაშორისო ასოციაცია” (IWAG) აწყობს ტრადიციულ ზამთრის გამოფენა-გაყიდვას. ღონისძიება გაიმართება 2022 წლის 3 დეკემბერს სასტუმრო “შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში” და მასში მონაწილეობას მიიღებენ საელჩოების, ადგილობრივი პოლიტიკური თუ სამეწარმეო წრეების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და […]
Წაიკითხე მეტი“თბილისის დანტე ალიგიერის საზოგადოებასა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის” ხელმოწერა
დღეს, იტალიური ენის ოცდამეორე მსოფლიო კვირეულის (ინიციატივის, რომელიც იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის პატრონაჟით ყოველწლიურად ტარდება) ფარგლებში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში (სტუ) გაიმართა “თბილისის დანტე ალიგიერის საზოგადოებასა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის” ხელმოწერის ცერემონია და დანტე ალიგიერის საზოგადოების რომის სათავო ოფისის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო პროექტის პრეზენტაცია, რომელიც მიზნად ისახავს სტუ-ში იტალიის კულტურის ცენტრის შექმნასა და იტალიური […]
Წაიკითხე მეტიიტალიელი ვირტუოზი თენგიზ ამირეჯიბის სახელობის საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე
18-23 ოქტომბერს საქართველო უმასპინძლებს თენგიზ ამირეჯიბის სახელობის საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალსა და პიანისტთა მე-10 საერთაშორისო კონკურსს, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ნიჭიერი ახალგაზრდა პიანისტები მონაწილეობენ. ფესტივალის ფარგლებში გაიმართება იტალიის საელჩოს მხარდაჭერით ორგანიზებული კონცერტი იტალიის ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს, “Premio Venezia”-ის და ჰოროვიცის სახელობის კიევის საერთაშორისო კონკურსის პირველი პრემიისა და ოქროს მედლის მფლობელი იტალიელი პიანისტის, ლორენცოს დი ბელას მონაწილეობით. […]
Წაიკითხე მეტი#SLIM2022, იტალიური ენის ოცდამეორე მსოფლიო კვირეული
17-22 ოქტომბერს მთელ მსოფლიოში აღინიშნება იტალიური ენის ოცდამეორე კვირეული, რომელიც იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის პატრონაჟით ტარდება. ამ ყოველწლიურ ინიციატივას, რომლის მიზანი უცხოეთში იტალიური ენობრივი და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციაა, დასაბამი 2001 წელს იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროსა და კრუსკას აკადემიას შორის შეთანხმების საფუძველზე მიეცა, მოგვიანებით კი მას შვეიცარიის კონფედერაციაც შეუერთდა. იტალიური ენის მსოფლიო კვირეული დიდი […]
Წაიკითხე მეტიშეტყობინება იტალიური სამზარეულოს მეშვიდე მსოფლიო კვირეულთან დაკავშირებით (2022 წლის 14-20 ნოემბერი)
იტალიის საელჩო საქართველოში გეგმავს, მოიძიოს საჯარო თუ კერძო კომპანიები, რომლებსაც სურთ ითანამშრომლონ საელჩოსთან იმ ღონისძიებების ორგანიზებაში, რომლებიც იტალიური სამზარეულოს მეშვიდე მსოფლიო კვირეულის (2022 წლის 14-20 ნოემბერი) ფარგლებში გაიმართება. კვირეულის მიზანია, ხელი შეუწყოს იტალიური სამზარეულოსა და გამორჩეული იტალიური აგრო-სასურსათო პროდუქციის პოპულარიზაციას. ინტერესის გამოხატვის პროცედურა ძალიან მარტივია: საკმარისია გაეცნოთ შეტყობინებას, გამოხატოთ თქვენი ინტერესი თანამშრომლობაზე ან დაფინანსებაზე და […]
Წაიკითხე მეტი