ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

შეტყობინება იტალიური სამზარეულოს მერვე მსოფლიო კვირეულთან დაკავშირებით (2023 წლის 13-19 ნოემბერი)

იტალიის საელჩო საქართველოში გეგმავს, მოიძიოს საჯარო თუ კერძო კომპანიები, რომლებსაც სურთ ითანამშრომლონ საელჩოსთან იმ ღონისძიებების ორგანიზებაში, რომლებიც იტალიური სამზარეულოს მერვე მსოფლიო კვირეულის (2023 წლის 13-19 ნოემბერი) ფარგლებში გაიმართება. კვირეულის მიზანია, ხელი შეუწყოს იტალიური სამზარეულოსა და გამორჩეული იტალიური აგრო-სასურსათო პროდუქციის პოპულარიზაციას.

ინტერესის გამოხატვის პროცედურა ძალიან მარტივია: საკმარისია გაეცნოთ შეტყობინებას, გამოხატოთ თქვენი ინტერესი თანამშრომლობაზე ან დაფინანსებაზე და შეავსოთ შესაბამისი მოდულები (წინადადება თანამშრომლობაზე ან წინადადება დაფინანსებაზე).

შეტყობინების თანახმად, წინადადება თანამშრომლობაზე და წინადადება დაფინანსებაზე უნდა გააგზავნოთ არაუგვიანეს 2023 წლის 22 ოქტომბრის 23:59 საათამდე (საქართველოს დროით) ელ. ფოსტის მისამართზე: primosegr.tbilisi@esteri.it.

ამავე მისამართზე შეგიძლიათ გააგზავნოთ მოთხოვნა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად.