ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

ფესტივალი „მწვანე საღამოები“ სახელგანთქმულ იტალიელ აკორდეონისტს მასპინძლობს

თბილისში ბუნებისა და ხელოვნების ფესტივალი „მწვანე საღამოები” დაიწყო, რომლის ფარგლებში, ტონინო გუერას საერთაშორისო ფონდის ორგანიზებითა და საქართველოში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით, რამდენიმე საინტერესო მუსიკალური ღონისძიება ჩატარდება. თბილისის ბოტანიკურ ბაღში, სადაც 2021 წელს, ტონინო გუერას „დავიწყებული ხილის ბაღის” მსგავსად, იტალიიდან ჩამოტანილი ხის ნერგებით „დავიწყებული ხილის ხეივანი” გაშენდა, ორი კონცერტი გაიმართება ცნობილი იტალიელი აკორდეონისტის, სიმონე ძანკინის მონაწილეობით.

დღევანდელ კონცერტზე (დასაწყისი: 17:30სთ-ზე) ვირტუოზი მუსიკოს-შემსრულებელი, რომელიც უამრავ იტალიურ და საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობს და სახელგანთქმულ მუსიკოსებთან თანამშრომლობს, თბილისის სახელმწიფო კამერულ ორკესტრ „საქართველოს სინფონიეტასთან” ერთად, ასტორ პიაცოლას მუსიკალურ ნაწარმოებებს შეასრულებს, ხვალინდელ, 28 სექტემბრის სოლო კონცერტზე კი სხვადასხვა ჟანრის (ჯაზი, ტანგო და ფოლკლორული) მუსიკა გაჟღერდება.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ.

serate verdi 2023 poster