ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

დაუვიწყარი კონცერტები იტალიელი მუსიკოსების მონაწილეობით

საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი “ღამის სერენადები”, რომელიც წლების წინ სახელგანთქმული ქართველი მევიოლინის, ლიანას ისაკაძის მიერ დაარსდა, ქართველ მსმენელს სთავაზობს შესანიშნავ მუსიკალურ საღამოებს ახალგაზრდა და ნიჭიერი იტალიელი მუსიკოსების მონაწილეობით.

საქართველოში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით ორგანიზებული, რიგით მე-15 ფესტივალის ფარგლებში, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში კიდევ ორი კონცერტი გაიმართება:

  • 22 სექტემბერს (დასაწყისი: 20:00სთ) ორკესტრს „საქართველოს ვირტუოზებს” უდირიჟორებს იტალიელი პიანისტი, კომპოზიტორი და ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა  დირიჟორი ქალი ბეატრიჩე ვენეცი. პროგრამაშია როსინის, ჩაიკოვსკის, ვერდის, პუჩინის, მასკანისა და ჯორდანოს მუსიკა.
  • 24 სექტემბერს (დასაწყისი: 20:00სთ) სცენაზე წარსდგება მილანის ლა სკალას თეატრის ორკესტრის პირველი ვიოლინო, ვირტუოზი მუსიკოსი ლაურა მარძადორი, რომელიც თანამშრომლობს ისეთ ცნობილ დირიჟორებთან, როგორიცაა დანიელ ბარენბოიმი, დანიელე გატი და ზუბინ მეტა. კონცერტზე შესრულდება მოცარტისა და პაგანინის ნაწარმოებები.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ.