31-ე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „შემოდგომის თბილისი” სახელგანთქმული მუსიკოს-შემსრულებლების მონაწილეობით შვიდ შესანიშნავ ღონისძიებას უმასპინძლებს. კონცერტზე, რომელიც საქართველოში იტალიის საელჩოს ხელშეწყობით გაიმართება, მსმენელის წინაშე წარსდგება დომენიკო ნორდიო, ცნობილი იტალიელი მევიოლინე, სხვადასხვა ეროვნული თუ საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული და ბრწყინვალე შემსრულებელი, რომელიც დიდი წარმატებით გამოდის მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ – ნიუ-იორკის კარნეგი-ჰოლის, პარიზის სალ პლეიელის, მილანის ლა სკალას თეატრისა და მელბურნის საკონცერტო დარბაზის – სცენებზე.
პროგრამაშია კამილ სენ-სანსისა და ჰექტორ ბერლიოზის მუსიკა. თბილისის სიმფონიურ ორკესტრს ვახტანგ კახიძე უდირიჟორებს.
კონცერტი გაიმართება 23 სექტემბერს (დასაწყისი 19:30სთ), ჯანსუღ კახიძის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში. ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ.