1956 წელს კორტინაში გამართული ოლიმპიური თამაშებიდან 70 წლის შემდეგ, ხოლო ტურინის ოლიმპიადიდან 20 წლის შემდეგ, ზამთრის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშები იტალიაში ბრუნდება: რიგით 25-ე ზამთრის ოლიმპიადას ერთდროულად იტალიის ორი ქალაქი, მილანი და კორტინა უმასპინძლებს და, ლომბარდიისა და ვენეტოს რეგიონებთან და ტრენტოსა და ბოლცანოს ავტონომიურ პროვინციებთან ერთად, ძალისხმევას არ დაიშურებს, რომ 2026 წლის ზამთრის ოლიმპიადა და პარაოლიმპიადა, რომელიც 22.000კვ.კმ-ზე გადაჭიმულ ტერიტორიაზე ჩატარდება, დაუვიწყარ სანახაობად და გამორჩეულ სპორტულ ღონისძიებად იქცეს.
2026 წლის ზამთრის ოლიმპიადა ჩატარდება 6-22 თებერვალს, პარაოლიმპიადა კი – 6-15 მარტს. ოლიმპიური შეჯიბრებები გაიმართება ზამთრის სპორტის 16 სახეობაში, პარალიმპური კი – 6 სახეობაში. მილანი-კორტინა 2026, რომელშიც მონაწილეობას ქალი სპორტსმენების რეკორდული რაოდენობა მიიღებს, მსოფლიოს 93 ქვეყნის 3500-ზე მეტ სპორტსმენს უმასპინძლებს.
დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: https://milanocortina2026.olympics.com/it/