ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

იტალიელი მაესტრო ჯანანდრეა ნოზედა მონაწილეობს ორ კონცერტში, რომლებიც საქართველოში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით, წინანდლის ფესტივალის ფარგლებში გაიმართება

საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში იტალიელი ხელოვანების მონაწილეობა თბილისში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით გრძელდება.

წინანდლის ფესტივალის მეხუთე სეზონის ფარგლებში გაიმართება ორი კონცერტი ვაშინგტონის ეროვნული სიმფონიური ორკესტრისა და ციურიხის საოპერო თეატრის მუსიკალური დირექტორის, ლონდონის და ისრაელის სიმფონიური ორკესტრების მთავარი მოწვეული დირიჟორისა და წინანდლის ფესტივალის მუსიკალური დირექტორის, ჯანანდრეა ნოზედას მონაწილეობით.

31 აგვისტოს, ფესტივალის გახსნით კონცერტზე, რომელზეც შუმანისა და ჩაიკოვსკის ნაწარმოებები შესრულდება, იტალიელი მაესტრო პან-კავკასიურ ახალგაზრდულ ორკესტრს უდირიჟორებს. ბრწყინვალე იტალიელი დირიჟორის მონაწილეობით გამართულ მეორე კონცერტზე, რომელიც 3 სექტემბერს ჩატარდება, მოცარტის, ბეთჰოვენისა და ბრამსის მუსიკა აჟღერდება.

წინანდლის ფესტივალი (31 აგვისტო – 10 სექტემბერი) ცნობილი ქართველი მწერლის, თავად ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში ტარდება და სახელგანთქმული მუსიკოსების მონაწილეობით 25 კონცერტს მასპინძლობს.

ფესტივალის პროგრამის სანახავად დააჭირეთ აქ.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ.

tsinandali festival poster