ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

იტალიური ენის საგნის გამოცდისათვის რეგისტრაცია დაწყებულია

დღეს, 17 ივლისს, გამოცხადდა რეგისტრაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC ) მიერ ორგანიზებული იტალიური ენის საგნის გამოცდისათვის. რეგისტრაცია 2 აგვისტოს, 18:00 საათზე დასრულდება. მასწავლებელთა საგამოცდო სქემაში იტალიური ენის გამოცდის ჩართვა იტალიის საელჩოს მრავალწლიანი ძალისხმევისა და საქართველოს განათლების სფეროს კომპეტენტურ ინსტიტუციებთან აქტიური თანამშრომლობის შედეგია, რაც საჯარო სკოლების იტალიური ენის მასწავლებლებს პროფესიულ განვითარებას შეუწყობს ხელს.

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC )-ის ვებ გვერდს: https://naec.ge/#/ge/post/3002