ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

ნეაპოლის ფედერიკო II-ის სახ. უნივერსიტეტის “Apple Developer Academy”-ში სწავლის შესაძლებლობები

ნეაპოლის ფედერიკო II-ის სახ. უნივერსიტეტის “Apple Developer Academy” აცხადებს მიღებას უნივერსიტეტის მიერ Apple-თან თანამშრომლობით შეთავაზებულ კურსებზე ევროპაში პირველ “Developer Academy”-ში სასწავლებლად. კურსები განკუთვნილია ახალგაზრდა დეველოპერებისა და აპლიკაციების შექმნელებისთვის.

აპლიკაციების დეველოპერებისთვის შეთავაზებული 300 ადგილიდან 60 ადგილი განკუთვნილია მათთვის, ვინც უკვე ისწავლა პროგრამაზე “Apple Foundation Program” ან Apple Developer Academy-ში.

განაცხადის წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ონლაინ რეჟიმში, ამ ბმულის მეშვეობით: www.developeracademy.unina.it.

კურსებზე სწავლის მსურველებს განაცხადის წარდგენა შეუძლიათ 2023 წლის 21 აპრილის 14:00სთ-მდე (იტალიის დროით). დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

მათ, ვისაც გავლილი აქვს “Apple Programs”, განაცხადის წარდგენა შეუძლიათ 2023 წლის 24 მარტის 14:00სთ-მდე. დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.