ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდმა იტალიის საელჩო დააჯილდოვა იტალიასა და საქართველოს შორის სპორტის სფეროში მეგობრობის გაძლიერებაში შეტანილი წვლილისთვის

იტალიის საელჩო თბილისში, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მიერ ორგანიზებული საზეიმო ღონისძიების ფარგლებში, დაჯილდოვდა წვლილისთვის, რომელიც შეაქვს იტალიასა და საქართველოს შორის სპორტის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებაში. შეგახსენებთ, რომ შარშან, საელჩოსა და ფონდის ინიციატივით პირველად გაიმართა ფუტსალის ტურნირი „იტალიის საელჩოს თასი”, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდა ფეხბურთელები საქართველოში არსებული ყველაზე ცნობილი საფეხბურთო აკადემიებიდან („იტალიის საელჩოს თასი”).

ჯილდო გადაეცა იტალიის საელჩოს პირველ მდივანს, ნიკოლა იორიოს. მან ხაზი გაუსვა კულტურულ სიახლოვეს ორ ქვეყანას შორის, რომლებსაც სპორტის, განსაკუთრებით კი, ფეხბურთის სიყვარული აკავშირებთ.

თვალი ადევნეთ ჩვენს სოც. ქსელებს და არ გამოგრჩეთ სპორტის სფეროში საელჩოს საქმიანობასთან დაკავშირებული სიახლეები.

 

სტატიები და სიუჟეტები:

NOVA – სტატია, 30.01.2023
Exclusivenews – სტატია, 30.01.2023
AISE – სტატია, 31.01.2023
The Messenger – სტატია, 01.02.2023
Giornale Diplomatico – სტატია, 01.02.2023