ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

საქართველოში იტალიური დიზაინის დღის მთავარი ფიგურა, მიკელე დე ლუკი: თბილისი წარსულის, აწმყოსა და მომავლის გადასახედიდან

იტალიის საელჩო თბილისში, იტალიის ვაჭრობის ხელშეწყობის სააგენტოს (ICE-ITA) რეგიონულ ოფისთან ერთად, მოხარულია გაცნობოთ, რომ იწყება ტრადიციული ღონისძიება, რომელიც იტალიურ დიზაინს, რესტავრაციასა და არქიტექტურას და, ასევე, ამ სფეროებში საქართველოსთან იტალიის მჭიდრო თანამშრომლობას ეძღვნება.

წლევანდელი იტალიური დიზაინის დღის მთავარი თემაა “ხარისხი, რომელიც ანათებს. დიზაინის ენერგია ადამიანებისა და გარემოსთვის”. მის ფარგლებში თბილისს მიკელე დე ლუკი სტუმრობს – ხელოვანი, რომლის არქიტექტურამ გავლენა მოახდინა მთელ მსოფლიოში არქიტექტურის მოყვარულების კოლექტიურ წარმოსახვაზე, საქართველოს დედაქალაქს კი საკუთარი კვალი დაამჩნია იმ საავტორო ნამუშევრებით, რომლებიც თბილისის უნიკალური იერსახის განუყოფელ ნაწილად იქცა. ღონისძიების პირველ დღეს მიკელე დე ლუკი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ჩაატარებს ლექციას, მსმენელს გააცნობს არქიტექტურის საკუთარ ხედვას და ისაუბრებს თბილისში მიღებულ გამოცდილებაზე ქალაქის წარსულის, აწმყოსა და მომავლის ჭრილში.

idd de lucchi lectio magistralis

საქართველოში იტალიის ელჩი ენრიკო ვალვო, საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრთან, ირაკლი ქარსელაძესთან და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორთან, ყარამან ქუთათელაძესთან ერთად, გახსნის იტალიის არქიტექტორთა ეროვნულ საბჭოსთან (CNAPPC), DOMUS-საქართველოსა და დიზაინის ევროპულ ინსტიტუტთან (IED) თანამშრომლობით მომზადებულ სამ გამოფენას. გარდა ამისა, დიზაინის ევროპული ინსტიტუტი გახსნის ახალგაზრდა ქართველი დიზაინერებისთვის გამოცხადებულ კონკურსსროცა იტალიური დიზაინი ქართულ შემოქმედობითობას ხვდება“. კონკურსში გამარჯვებულებისათვის გათვალისწინებულია დიზაინის ევროპული ინსტიტუტის (IED) მიერ შეთავაზებული ერთი სტიპენდია ალდო გალის სახელობის ხელოვნების აკადემიის ინგლისურენოვან კურსზე სასწავლებლად; სპეციალური პრემია, რომელიც გულისხმობს თავისუფალ წვდომას IED Smart Creativity-ის ონლაინ პლატფორმაზე და ასევე, გამორჩეულ იტალიურ ნაწარმთან დაკავშირებულ სამახსოვრო საჩუქრებს.

idd de lucchi

ღონისძიების მეორე დღეს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ჩატარდება სემინარი, რომელსაც სტუდენტებს შესთავაზებს მუნიციპალური განვითარების ფონდი – სტრუქტურა, რომელიც საქართველოს ტურიზმსა და ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებულ პროექტებს ახორციელებს (რიგ შემთხვევებში, იტალიურ კომპანიებთან თანამშრომლობით). დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ არქიტექტურისა და დიზაინის დარგების თვალსაჩინო ფიგურები, სხვადასხვა კომპანიისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები. დისკუსია შეეხება იტალიური დიზაინის დღის მთავარ თემას – განათებას, მის როლსა და გამოყენებას არქიტექტურაში და აგრეთვე, ისტორიული თუ მხატვრული კუთხით მნიშვნელოვანი შენობების რესტავრაციაში. სემინარის პროგრამის სანახავად დააჭირეთ აქ.

სტატიები და სიუჟეტები:

დიზაინის ევროპული ინსტიტუტი (IED) – რელიზი, 07.03.2023
იტალიის არქიტექტორთა ეროვნული საბჭო (CNAPPC) – რელიზი, 29.03.2023
Agenda.Ge – სტატია, 29.03.2023
Giornale Diplomatico – სტატია, 29.03.2023
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო – სიახლე, 29.03.2023
AISE – სიახლე, 29.03.2023
Georgia Online – სტატია, 30.03.2023
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი – სიახლე, 30.03.2023
თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია – სიახლე, 31.03.2023
Georgia Today – სტატია, 01.04.2023
The Messenger – სტატია, 03.04.2023

 

იტალიის საელჩო თბილისში და იტალიის ვაჭრობის ხელშეწყობის სააგენტოს (ICE-ITA) რეგიონული ოფისი გთავაზობთ იტალიური დიზაინის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებების ამსახველი ფოტოსურათების გალერეას. იტალიური დიზაინის დღის აღნიშვნა საქართველოში 29 მარტს დაიწყო გამორჩეული სტუმრისა და საქართველოსთან მჭიდროდ დაკავშირებული არქიტექტორის, მიკელე დე ლუკის სტუმრობით და გაგრძელდა სამი გამოფენითა და სემინარით, რომელიც 30 მარტს ჩატარდა (https://www.facebook.com/100064661383005/posts/pfbid022SLshs9D2ibom7gtcP2HZtPoHVMH6YjqcJCtyqvdxnoCrS9iFnTiAiktehcScVd2l/?mibextid=SDPelY).

ღონისძიების ამსახველი ფოტოსურათების სანახავად დააჭირეთ აქ.

 

collage