ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

სკარლატის პრემია თბილისის პიანისტთა VII საერთაშორისო კონკურსზე

მუსიკალური ცხოვრების თერთმეტი დაძაბული დღე და თხუთმეტი ახალგაზრდა პიანისტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებმაც საშემსრულებლო ოსტატობა წარუდგინეს მსმენელსა და ცნობილი მუსიკოსებისაგან შემდგარ ჟიურის, რომელთა შორის ცნობილი იტალიელი პიანისტი და დირიჟორი ანდრეა ბონატაც გახლდათ.

თბილისის პიანისტთა VII საერთაშორისო კონკურსის დასასრულს, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართა გალა კონცერტი და გამარჯვებულთა დაჯილდოვება. კონკურსის საზეიმო დახურვაზე იტალიის ელჩმა ენრიკო ვალვომ ტრადიციული ფულადი ჯილდო გადასცა დომენიკო სკარლატის სონატის საუკეთესო შემსრულებელს, ახალგაზრდა კორეელ პიანისტს, კისუკ კვონს.