ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

ბერნარდო ნობილეს სახელობის პრემია

ეროვნული კვლევითი ცენტრი “Area Science Park”, ფრიული-ვენეცია-ჯულიას რეგიონის მეცნიერებისა და ინოვაციების სისტემასთან (SIS-FVG) თანამშრომლობით, აცხადებს ბერნარდო ნობილეს სახელობის ყოველწლიურ კონკურსს საპატენტო დოკუმენტაციისა და ინფორმაციის, ასევე, მონაცემთა ანალიზის მეთოდების გამოყენებასთან დაკავშირებული სადიპლომო და სადოქტორო ნაშრომებისთვის.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერი ასაკისა და მოქალაქეობის მქონე უმაღლესდამთავრებულებსა და დოქტორანტებს, რომლებსაც გავლილი აქვთ უმაღლესი განათლების II ან III საფეხური იტალიის უმაღლეს სასწავლებელში არაუმეტეს სამი წლის წინ. კონკურსში მონაწილეებმა უნდა წარადგინონ ნაშრომი (იტალიურ ან ინგლისურ ენაზე) საკონკურსო პირობებში მითითებულ თემებზე. გაიცემა 4 პრემია (თითოეულის ოდენობა 2.500 ევროს შეადგენს).

განაცხადი გაგზავნილი უნდა იყოს 2022 წლის 30 ნოემბერის 23:59 საათამდე (იტალიის დროით), სერტიფიცირებული პირადი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, ელ.ფოსტის მისამართზე: protocollo@pec.areasciencepark.it.

დამატებითი ინფორმაციისთვის დააჭირეთ აქ.